ჯონი დეპმა შვილებს საყვარელი გააცნო

ჯონი დეპმა შვილებს საყვარელი გააცნო

ჯონი დეპი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ემბერ ჰარდთან ურთიერთობის მედიისგან დამალვას. პრესაში ისიც დაიწერა, რომ წყვილი საზოგადოებაში ერთად იმიტომ არ ჩნდებოდა, რომ დეპის შვილებს გული არ სტკენოდათ.

ლილი-როუზი და ჯეკი ძალიან განიცდიდნენ მშობლების, ჯონისა და ვანესა პარადის დაშორებას, თუმცა როგორც ჩანს მსახიობმა კრიზისი გადალახა. ახალი ფილმის "მარტოხელა რეინჯერის" პრომო-ტურის ფარგლებში, ბერლინში დეპი შვილებთან და საყვარელთან, ემბერთან ერთად გაემგზავრა.

რამდენიმე დღით ადრე ჯონიმ 14 წლის ლილი-როუზი, 8 წლის ჯეკი და ემბერი ტოკიოში წაიყვანა. როგორც ჩანს, ფილმის სარეკლამო ტურს ჯონი დეპი იმისთვს იყენებს, რომ შვილებს საყვარელი ქალი უკეთ გააცნოს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება