"უძველეს ვამპირებზე" სერიალს იღებენ

"უძველეს ვამპირებზე" სერიალს იღებენ

სერიალ "ვამპირის დღიურების" გმირებზე, ვამპირთა უძველეს ოჯახზე ცალკე სერიალს იღებენ. პროექტს "უძველესები" (The Origins) ეწოდება. Comic-Con-2013-ის ფარგლებში უკვე აჩვენეს სერიალის ტრეილერი.

ახალი პროექტის სიუჟეტის მიხედვით, ვამპირი კლაუსი (რომელსაც სერიალ "ვამპირის დღიურებში" ჯოზეფ მორგანი განასახიერებს) ბრუნდება ახალ ორლეანში, რომლის აშენებაშიც საუკუნეების წინ დიდი წვლილი შეიტანა.

"უძველესები", რომელიც სერიალ "ვამპირის დღიურების" "ფილიალად" შეიძლება ჩაითვალოს, კლაუსის ისტორიას დეტალურად მოგვითხრობს. გარდა ამისა, ახალ სერიალში მოთხრობილი იქნება სხვა უძველესი ვამპირების, რებეკასა და ელაიჯას ისტორიებიც.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება