გუშინ, 22 ივლისს, არიზონას შტატის საავადმყოფოში ჰოლივუდის მსახიობი დენის ფარინა გარდაიცვალა. მსახიობი 69 წლის იყო. სიკვდილის მიზეზი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია გახდა.
სანამ მსახიობი გახდებოდა, ფარინამ 18 წელი იმუშავა ჩიკაგოს პოლიციაში. რეჟისორი მაიკლ მანი მას ხშირად იწვევდა ფილმებში კონსულტაციისთვის, ერთხელ კი ფილმში "ქურდის" როლიც შესთავაზა. ასე დაიწყო ფარინას სამსახიობო კარიერა.
პოპულარობა დენისს სერიალში "კრიმინალური ისტორია" პატიოსანი პოლიციელის როლმა მოუტანა. ის მონაწილეობდა ფილმებში "მოასწრო შუაღამემდე" და "დიდი ფსონი".
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.