სად შეიძინა ქეთა თოფურიამ საქორწილო კაბა და ვინ დაეხმარა არჩევანის გაკეთებაში

სად შეიძინა ქეთა თოფურიამ საქორწილო კაბა და ვინ დაეხმარა არჩევანის გაკეთებაში

მოკლედ, ქეთა თოფურიამ ისე გაახანგრძლივა თავისი ქორწინების ამბები, აგერ უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოებას სალაპარაკო თემა მისცა. ხან შეყვარებულის გვარსა და სახელს ასაიდუმლოებდა, მერე, როგორც იქნა, გამოამჟღავნა. მერე დიდხანს ველოდეთ, როდის იტყოდა, რომ ცოლად გაჰყვებოდა. ამის მერე კიდევ ბევრი დრო გავიდა, სანამ ქორწილის თარიღსაც გამოაცხადებდნენ. ახლა კი საქორწინო პერიპეტიებში ჩაგვრთო.

ქეთა სოციალურ ქსელში აქტიურობს და არც კი ცდილობს თავისი პირადი ცხოვრების დამალვას. მის გვერდზე "ვკონტაქტეში", თუ "ინსტაგრამში", ლამის ყველაფერს გაიგებთ მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ამჯერად ქეთამ გვამცნო, რომ მოსკოვში ვერსად იპოვა შესაფერისი საპატარძლო კაბა 9 სექტემბრისთვის დაგეგმილი ქორწილისთვის და პარიზში გაემგზავრა.

პარიზში ქეთას თან ახლდა მეგობარი, ცნობილი დიზაინერი ალექსანდრ არუთინოვი. ალბათ საქმრო იმიტომ არ გაჰყვა, რომ როგორც ცნობილია, ქორწილამდე პატარძლის კაბის ნახვა არ არის კარგი ნიშანი. თანაც, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში დიზაინერის რჩევა უფრო ფასეულია. ქეთას საქმრო, 39 წლის ბიზნესმენი ლევ გეიხმანი, რუსეთში დარჩა და იქიდან "გულშემატკივრობდა" საცოლეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება