უმაკიაჟო ლედი გაგამ გულშემატკივრები დააფრთხო

უმაკიაჟო ლედი გაგამ  გულშემატკივრები დააფრთხო

მომღერალი ლედი გაგა გულშემატკივრებს უჩვეულო სამოსითა და ექცენტრული საქციელით ხშირად აოცებს, მაგრამ გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ვარსკვლავი უმაკიაჟოდაა გადაღებული, მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიც კი დააფრთხო.

მომღერალმა ფოტოსურათი საკუთარ ვებსაიტზე ატვირთა. დრამატულ ფოტოზე ლედი გაგას თეთრი მაისური აცვია, თმა შავად აქვს შეღებილი და წარბები თითქმის არ ეტყობა.

"არტპოპი (ალბომი), რომელიც უთვალთვალებს მარტოობას. ეს ძალიან საშიშია და ბრუნდება დაბლა, ტკივილიან წარსულში. თუმცა, ყველაფერი რასაც მივაგენი, უმი ვნებაა. ვფიქრობდი, რომ შინაგანად განადგურებული ვარ. ახლა კი მზად ვარ, ვიბრძოლო. მუსიკა დავიწყო", - მიაწერა მომღერალმა ფოტოს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება