ჯოშ ჰარტნეტი დაოჯახებას არ აპირებს

ჯოშ ჰარტნეტი დაოჯახებას არ აპირებს

21 ივლისს მსახიობ ჯოშ ჰარტნეტს 35 წელი შეუსრულდა. იუბილეს ჯოში კვლავ მარტოხელა მამაკაცის სტატუსით შეხვდა. გულთამპყრობელ მსახიობს ყველაზე გრძელი რომანი სკარლეტ იოჰანსონთან ჰქონდა, თუმცა შემდეგ წყვილის გრძნობები გაცივდა. ვარსკვლავი ქორწინებას არ ჩქარობს და ამ თემაზე თითქმის არ საუბრობს მედიასთან. 

ჯოშის ძარღვებში გერმაული, ირლანდიური, შვედური და ნორვეგიული სისხლი ჩქეფს. მსახიობის მშობლები ადრეულ ასაკში განქორწინდნენ და ჰარტნეტი მამასთან და დედინაცვალთან გაიზარდა. ჯოშს სურდა პროფესიონალი ფეხბურთელი გამოსულიყო, თუმცა მუხლი დაიზიანა და სპორტული კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო. მოგვიანებით ვარსკვლავმა არჩევანი მსახიობობაზე შეაჩერა. 

ჰარტნეტმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა. უმაღლესის დამთავრებისთანავე აქტიურად დაიწყო რეკლამებში და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის მიღება. მალევე ის კინოში მიიწვიეს. 

ახლა ვარსკვლავი 24 წლის მსახიობ ტამსინ ეგრეტონს ხვდება. ჯოშის ცხოვრებისეული დევიზი ასეთია: "იყავი გულახდილი საკუთარ თავთან და მოატყუე ყველა დანარჩენი". 

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება