ვინ გაუხადა ღამის ძილი სანატრელი ხატია სიჭინავას და რას უკრძალავს ქმარი

ვინ გაუხადა ღამის ძილი სანატრელი ხატია სიჭინავას და რას უკრძალავს ქმარი

ხატია სიჭინავამ ტელევიზიიდან ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა და დღეს სილამაზის სალონის მფლობელია. როგორც თავად ამბობს, ქმარმა საქმიანობისთვის ისეთი სფერო შეურჩია, რაც მასთან ყველაზე ახლოსაა. ხატია ოჯახზე, შვილებზე, ქმართან რომანტიკულ ურთიერთობაზე თავად გაიმბობთ.

დილა

- დილის ძილს დიდი ხანია დავემშვიდობე, არადა იყო დრო, როცა ჩემი დილა პირველიდან ორ საათამდე იწყებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა დილის კი არა, ღამის ძილიც სანატრელი გამიხადეს, ჩემი ცხოვრება გადაეწყო და დილა რვა საათზე ფაფებით, კარაქიანი პურით და ბაღით იწყება, შემდეგ მოდის ჩემი სამსახური და ყავა. ორი წელია ამ განრიგს გემო გავუგე. დღესდღეობით გამოფხიზლება პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა ადრე კედლებს ვეჯახებოდი, ისე მიჭირდა გაღვიძება. პატარების დღის რეჟიმით ცხოვრობს ჩემი ქმარიც, რომელიც დილაობით ვარჯიშობს. შესაბამისად, მისი კვებაც მკაცრად დაცული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, მეც სპორტულ-ბავშვური დღის წესრიგით ვცხოვრობ.

თავის მოვლა...

... შეზღუდული დროის მიუხედავად, დილით სარკის წინ ტრიალს მაინც ვახერხებ. არა მგონია, არსებობდეს ქალი, ვისი საუკეთესო მეგობარიც სარკე არ იქნება, თუმცა არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ძალიან დიდხანს თუ აჩვენებ სარკეს შენს თავს, სილამაზეს გართმევსო. მქონია შემთხვევები, სარკის წინ იმდენი მიტრიალია, კაბა, რომელიც თავიდან ძალიან მომწონდა, ბოლოს გამომიცვლია.

ვარცხნილობასა და მაკიაჟს სალონში ვიკეთებ, რადგან მაქვს იმის საშუალება, რომ საკუთარ სალონში მოვწესრიგდე. ხალხური მეთოდების შესახებ მსმენია, თუმცა ერთადერთხელ გამოვიყენე და საშინელ დღეში აღმოვჩნდი. მაიონეზი დავიდე თმაზე, რომელმაც საღებავი სულ "შეჭამა" და დავრჩი წიწილასავით ყვითელი თმით. ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ამის შემდეგ აღარ მიმიმართავს ხალხური მეთოდებისთვის.

შოპინგი

... მე და ჩემი მეუღლე შოპინგს ძირითადად ევროპაში ვიწყობთ ხოლმე. ყიდვისას ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ, ვეკითხებით, რა უფრო გვიხდება, თორემ მე ტანსაცმლის ისეთი ხამი ვარ, შეიძლება ისიც ვიყიდო, რაც არ მიხდება. ერთადერთი, რის ჩაცმასაც ქმარი კატეგორიულად მიკრძალავს, გრძელი კაბა და დაბლებია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება