ზემფირას კონცერტის ბილეთების ფულს 15 სექტემბრიდან დააბრუნებენ

ზემფირას კონცერტის ბილეთების ფულს 15 სექტემბრიდან დააბრუნებენ

ზემფირას კონცერტის ორგანიზატორები "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ბილეთებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ:

"სამწუხაროდ, მოხდა გაუგებრობა. გუშინ (23 ივლისი), გაყიდული ბილეთების თანხის დაბრუნებისას, არასწორი თანხები გაიცა. აუცილებელია, მოხდეს ყველანაირი ინფორმაციის დაზუსტება, სიების შედგენა, რომელთა განსახორციელებლად, საჭიროა დრო. მონაცემები ზუსტდება როგორც ბანკში, ასევე ინტერნეტბაზებში. ამის გამო გაყიდული ბილეთების თანხის დაბრუნება 15 სექტემბრიდან განახლდება, რაც 30 სექტემბრამდე გასტანს.

ბილეთების ფული ეტაპობრივად დაუბრუნდებათ! ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე მოხდეს!

გთხოვთ, ყველა ონლაინშეძენილი ბილეთი ანგარიშის ნომერთან და Confirmation-თან ერთად გადმოგვიგზავნეთ ჩვენს მაილზე: tickservice2@gmail.com

შექმნილი სიტუაციის გამო გიხდით ბოდიშს და იმედია, გაგებით მოეკიდებით ამ საკითხს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე:

592 136-933 ცხელი ხაზი იმუშავებს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე", - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება