ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი: "დი კაპ­რი­ომ მითხ­რა, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს უჭერ­და"

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი: "დი კაპ­რი­ომ მითხ­რა, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს უჭერ­და"

ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი საფ­რან­გე­თი­დან სა­ზაფ­ხუ­ლოდ, ორი თვით არის ჩა­მო­სუ­ლი.­ ის თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ფრან­გუ­ლი ელი­ტის გლა­მუ­რულ ცხოვ­რე­ბა­სა და ამ ცხოვ­რე­ბის თან­ამდევ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- წლე­ვან­დე­ლი წე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რად­გან ჩემ­თვის სა­ოც­ნე­ბო ბრენ­დებ­თან ვი­მუ­შა­ვე. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ "კრის­ტი­ან დი­ო­რის პარ­ფი­უ­მის" სახ­ლთან, მი­სი ბო­ლო კო­ლექ­ცია წარ­ვად­გი­ნე, თავ­და­პირ­ვე­ლად 20 მო­დე­ლი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ ეტაპ­ზე კი ორ­ნი შეგ­ვარ­ჩი­ეს, მე და ჩე­ხი გო­გო­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ ამ ბრენ­დის მო­დე­ლე­ბი გავ­ხდით, "კრის­ტი­ან დი­ო­რი" მსოფ­ლიო მა­ღა­ლი მო­დის ნა­წი­ლია და ამა­ზე, ვფიქ­რობ, ყვე­ლა მო­დე­ლი ოც­ნე­ბობს. წა­მოს­ვლამ­დე გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი მო­დის ჟურ­ნალ "ლა მო­დის­თვის". მო­დის ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ, თვი­თონ ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ამ და "ვერ­სა­ჩეს" სახ­ლმა ამარ­ჩი­ეს, რად­გან პო­ზი­რე­ბი­სას "ვერ­სა­ჩეს" კო­ლექ­ცი­ის სა­მო­სი მაც­ვი­ა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ფრან­გუ­ლი ელი­ტა, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­კე­ტი­ლი­ა. უცხ­ო­ელს, მით უმე­ტეს პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან, ზე­მო­დან უყუ­რე­ბენ. თქვენ თუ გიგ­რძნი­ათ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს მარ­თა­ლი­ა. ფრან­გე­ბი უფ­რო კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა, ისი­ნი, ვი­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა უწევთ, გან­სხვავ­დე­ბი­ან, ინ­გლი­სუ­რა­დაც სა­უბ­რო­ბენ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფრან­გუ­ლი "თვი­სე­ბე­ბი" შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აქვთ, თუმ­ცა ფრან­გე­ბი მა­ინც ფრან­გე­ბად რჩე­ბი­ან და უყ­ვართ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, კულ­ტუ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. ვიდ­რე ფრან­გუ­ლი არ ვის­წავ­ლე, იქა­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი მი­ჭირ­და, ახ­ლა კი ბევ­რი ფრან­გი მე­გო­ბა­რი მყავს, პა­რი­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უკეთ ვერ­კვე­ვი და მა­თი სა­ღა­მო-­წვე­უ­ლე­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი ვარ.

- თა­ვის დრო­ზე დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლიო კი­ნოს ვარ­სკვლავ­თან, ალენ დე­ლონ­თან გა­და­ღე­ბულ­მა თქვენ­მა ფო­ტომ. კი­დევ რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ანს შეხ­ვდით?

- მა­დო­ნას, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ქა­ლი­ა, რო­გორც სცე­ნა­სა და ეკ­რან­ზე. ახ­ლა­ხან, კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნი ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი­ ად­რი­ან ბრო­უ­დი, რო­მე­ლიც გახ­მა­უ­რე­ბულ ფილმ "პი­ა­ნის­ტში" თა­მა­შობს, და, რაც მთა­ვა­რი­ა, კან­ში შევ­ხვდი ­ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი მსა­ხი­ო­ბია და მის გაც­ნო­ბა­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი. კა­ნის შემ­დეგ პა­რიზ­შიც ვნა­ხე, რამ­დე­ნი­მე წვე­უ­ლე­ბა­ზე მოგ­ვი­წია ერ­თად ყოფ­ნამ, ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც, მე­რე ვი­ცეკ­ვეთ­. ლე­ო­ნარ­დო ძალ­ზე უშუ­ა­ლო­ა, ად­ვი­ლად შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში. ჯერ რა­ტომ­ღაც იტა­ლი­უ­რად გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, მკითხ­ა: იტა­ლი­ე­ლი ხა­რო? ვუთხ­ა­რი, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და იქ­ვე და­ვუწყე ახ­სნა, რომ ამე­რი­კის ჯორ­ჯი­ი­დან კი არა, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან, კავ­კა­სი­ი­დან ვარ. მითხ­რა, რომ იცის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ისიც თქვა, რომ ახ­სოვს რუ­სეთ-­სა­ქარ­თვე­ლოს ომი და რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას მხარს უჭერ­და და უჭერს. ეს ჩემ­თვის სა­ოც­რე­ბა იყო, გა­დავ­კოც­ნეთ ერ­თმა­ნე­თი და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, სა­ქარ­თვე­ლო­შიც დავ­პა­ტი­ჟე და ვუთხ­ა­რი, რომ ის აქ ძა­ლი­ან უყ­ვართ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება