ფინქი: "ქალიშვილის შეძენა საუკეთესო რამაა, რაც შემემთხვა"

ფინქი: "ქალიშვილის შეძენა საუკეთესო რამაა, რაც შემემთხვა"

ამერიკელი მომღერალი ფინქი დიდხანს ყოყმანობდა, გაეჩინა თუ არა შვილი. მაგრამ ახლა ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მისი ქალიშვილი უილოუ სეიჯი, მის ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენაა. ამის შესახებ ფინქი პოპულარულ გამოცემა GQ-ს ესაუბრა.

ვარსკვლავს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან და ეშინოდა, რომ იგივე მასა და მის ქალიშვილს შორის განმეორდებოდა.

"არ მინდოდა შვილების ყოლა. მეშინოდა. ჩემი და დედაჩემის ურთიერთობა ყოველთვის პრობლემური იყო. მაგრამ ქერის  ყოველთვის უნდოდა შვილები და გავრისკეთ. ახლა კი... ეს შესანიშნავია", - ამბობს ფინქი.

ახლა ვარსკვლავი ყოველ დილას ქალიშვილ უილოუსთან ერთად იწყებს და დარწმუნებულია, რომ ეს საუკეთესო რამაა, რაც კი მის ცხოვრებაში მომხდარა.

"ის ძალიან მხიარული და სასაცილოა...მყავს ისეთი ადამიანი, ვისაც შემიძლია მთელი დღე სულელური სიმღერები ვუმღერო და მას ეს მოსწონს. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ გამკიცხავს, არ განმსჯის", - აღნიშნავს ფინქი.

მომზადებულია GQ-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება