კიმ კარდაშიანმა ოქროს ტუალეტი შეიძინა

კიმ კარდაშიანმა ოქროს ტუალეტი შეიძინა

კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი რამდენიმე თვის წინ მშობლები გახდნენ. ახლა კი წყვილი დაოჯახებას აპირებს. მათ უკვე შეიძინეს ახალი სახლი ლოს-ანჯელესში, რომელშიც კენი, კიმი და მათი ახალშობილი ნორთ ვესტი იცხოვრებენ.

სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი ფუფუნებას არის მიჩვეული, სწორედ ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ წყვილის ახალ აპარტამენტებში ყველაფერი უმაღლესი ხარისხის იქნება: ვარსკვლავმა ახალი სახლისთვის ოქროს ტუალეტი შეიძინა.

ტუალეტის კომპლექტში კარდაშიანმა და ვესტმა 75 000 აშშ დოლარი გადაიხადეს. უნიტაზი და ნაგვის ურნა 24 კარატიანი ოქროთია მოპირკეთებული.

ეს ერთადერთი ძვირფასი ნივთი არ იქნება კენისა და კიმის ახალ სახლში. კენიმ 1 მლნ დოლარი გადაიხადა 6 სპეციალურ ლოგინში. მათი სამზარეულო, რომელიც ბრენდ Electrolux-ის ტქენიკითაა აჭღურვილი, 1 მლნ დოლარი ღირს და ამასთან, "სვაროვსკის" თვლებითაა მოპირკეთებული.

"ინტერიერის მოწყობა იმაზე ორჯერ მეტი უჯდებათ, ვიდრე თავად სახლი. 1 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადეს უსაფრთხოების სისტემაში", - აცხადებს წყარო.

როგორც მედია იუწყება, სახლში საძინებლების, სამზარეულოსა და საპირფარეშოების გარდა, განთავსდება თმისა და მაკიაჟის სალონები, ბოულინგის სათამაშო დარბაზი, საზურაო აუზები, კალათბურთის მოედანი, კინოთეატრი და სავარჯიშო დარბაზი.

როდის დასრულდება რემონტი და როდის გადავლენ კიმი, კენი და მათი ქალიშვილი ახალ აპარტამენტებში, უცნობია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება