რა­ტომ მი­ად­გა კოტე თო­ლორ­და­ვა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის აი­ვანს ამ­წე­თი

რა­ტომ მი­ად­გა კოტე თო­ლორ­და­ვა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის აი­ვანს ამ­წე­თი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კო­ტე თო­ლორ­და­ვა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რე­ბის მსა­ხი­ო­ბი­ა. იგი 15 ივ­ლისს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის დას­თან ერ­თად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გას­ტრო­ლოდ გა­ემ­გზავ­რა. გარ­და ამი­სა, კო­ტე ახალ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მში გა­და­სა­ღე­ბა­დაც ემ­ზა­დე­ბა, სა­დაც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

- დი­დი ხა­ნი­ა, მო­ზარ­დ-მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო გას­ტრო­ლებ­ზე არ ყო­ფი­ლა. მო­მე­ნატ­რა ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა, მა­ყუ­რე­ბელ­თან სა­უ­ბა­რი და ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ჩვე­ნი და­სი ბა­თუმ­ში, ხუ­ლო­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში, სე­ნაკ­სა და სხვა რა­ი­ო­ნებ­ში სამ სპექ­ტაკლს გა­მარ­თავს. ორ სპექ­ტაკ­ლში - "კუ­კა­რა­ჩა­სა" და "სკა­მე­ი­კა­ში" ნი­ნო ლე­ჟა­ვას­თან ერ­თად ვთა­მა­შობ. "კუ­კა­რა­ჩა­ში" მურ­ტა­ლოს რო­ლი მაქვს, ნი­ნო კი ინ­გა­ა. მე­ო­რე სპექ­ტაკ­ლი ორ­კა­ცი­ა­ნი­ა: ნი­ნო რუს გო­გო­ნას თა­მა­შობს, მე კი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი კა­ცი ვარ, რო­მე­ლიც გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად ბაღ­ში და­დის. პირ­ვე­ლად გას­ტრო­ლებ­ზე ჩვე­ნი თე­ატ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით სა­მეგ­რე­ლო­ში. ის მა­შინ ზუგ­დი­დის თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი და ჩვე­ნი პე­და­გო­გი იყო. მახ­სოვს, ხალ­ხი რო­გო­რი ემო­ცი­ე­ბით შეგ­ვხვდა, რო­ცა ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს ჩვენს გვა­რებს აცხ­ა­დებ­და.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ ერ­თ-ერთ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მში, გა­და­ღე­ბა რო­დის და­იწყ­ე­ბა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლი­ა. არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ამ როლ­ზე, თუ ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის რო­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა. ად­რე რუ­სუ­დან ძნე­ლა­ძის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მში გან­ვა­სა­ხი­ე­რე ილიას რო­ლი. მო­ვი­ძი­ეთ რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი, ვნა­ხეთ სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბი. სწო­რედ აქე­დან გაჩ­ნდა იდე­ა, რომ ისევ ვი­თა­მა­შო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის რო­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მში, მაგ­რამ დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. რაც უფ­რო მეტ კარგ როლ­სა და ფილმს შევ­ქმნით, უფ­რო წინ წა­ვალთ და ეს კარ­გად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­ზე. მსა­ხი­ო­ბი არ უნ­და და­იშ­ტამ­პოს - ეს და­სას­რუ­ლის და­საწყ­ი­სი­ა. მე არა­სო­დეს მით­ქვამს როლ­ზე უა­რი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ეს მთა­ვა­რი რო­ლი იყო თუ ეპი­ზო­დუ­რი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ყვე­ლა რო­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დო.

- დი­ტოს როლ­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ვის­გან მი­ი­ღე?

- ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე თუ არა, მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან რომ მოვ­ხვდი. მას უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე, პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა. სი­ა­მოვ­ნე­ბაა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად მითხ­რეს, ცო­ტა მოძ­ველ­ბი­ჭო, ჯიჯღ­ი­ნა დი­ტო უნ­და გა­ნა­სა­ხი­ე­რო, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ სე­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა­ო, მაგ­რამ ჩვენ­მა ტან­დემ­მა გა­ა­მარ­თლა და ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლი მაქვს. მსი­ა­მოვ­ნებს, ხალ­ხმა რომ შე­იყ­ვა­რა ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი.

- რა სა­ერ­თო გაქვს შენს პერ­სო­ნაჟ­თან?

- მომ­წონს მი­სი მა­მა­კა­ცუ­რი, ქა­რიზ­მუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, ამა­ვე დროს ის გრო­ტეს­კუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი­ა. ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ში თით­ქმის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს ხე­დავს და ეს კარ­გი­ა. დი­ტოს უყ­ვარს სი­ურ­პრი­ზე­ბის კე­თე­ბა, მეც ვგიჟ­დე­ბი სი­ურ­პრი­ზებ­ზე. ჩემს მე­უღ­ლეს ხე­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რად ვთხო­ვე. ეს მოხ­და 2007 წლის 8 ივ­ნისს. მითხ­რა, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე სად­მე წა­ვალ და თუ მი­პო­ვი, ერ­თად აღ­ვნიშ­ნო­თო. მე დე­და­მის­სა და მე­გო­ბარს შე­ვუ­თან­ხმდი და სა­ნამ ში­ნი­დან გა­ვი­დო­და, ამ­წე­თი მი­ვა­დე­ქი მის აი­ვანს, მკითხ­ა, რა გინ­და­ო, ვუთხ­ა­რი ცო­ლად გა­მომ­ყე­ვი-­მეთ­ქი. არა­ვინ თქვას, რომ ერ­თი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა არ არ­სე­ბობს. გა­ნო პირ­ვე­ლი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­მიყ­ვარ­და, მივ­ხვდი, რომ ის "ის" იყო. მე 27 წლის ვი­ყა­ვი, ის 19-ის. უნ­და და­მეჩ­ქა­რე­ბი­ნა მოვ­ლე­ნე­ბი და "ჩა­ვავ­ლე".

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება