ვისთან ერთად გეგმავს მარკუს მეტრეველი ათდღიან ტურნეს ეგვიპტეში

ვისთან ერთად გეგმავს მარკუს მეტრეველი ათდღიან ტურნეს ეგვიპტეში

მომღერალი მარკუს მეტრეველი ერთ-ერთია იმ ცნობილ სახეებს შორის, რომლებიც აქტიურ დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას. საყვარელი საქმე მათ ზაფხულის სიცხესთან გამკლავებას უადვილებს, დასვენების პარალელურად მუშაობა კი უფრო პროდუქტიულს ხდის მათ საქმიანობას.

მარკუს მეტრეველი:

- ერთი კვირით ბათუმში გახლდით, მქონდა გადაღებები "შერატონში", ფოტოსესია, ახალ ალბომთან დაკავშირებით. არაჩვეულებრივად ვიმუშავეთ. მალე მოგეცემათ საშუალება, რომ ინტერნეტში ნახოთ ეს ფოტოსესია. მუშაობას დასვენებაც შევუთავსე. სხვათა შორის, იქ ქართველების ნაკლებობაა, რაც ძალიან მაღიზიანებს. მალე კონცერტს ვგეგმავ ბათუმში, ჩემთან ერთად მონაწილეობენ თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი და სხვა ქართველი შემსრულებლები. ასევე უცხოელი შემსრულებელიც ჩამოვა ამ კონცერტისთვის. მე და დიმიტრი ჩხეიძეს დაგეგმილი გვაქვს ათდღიანი ტურნე ეგვიპტეში. დასვენებას და მუშაობას იქაც შევათავსებ. მირჩენია, საქმით ვიყო დატვირთული და ასეც გამოდის. ამ პაპანაქება ზაფხულში ორი სიმღერა ჩავწერე, ალბომისთვის ყველა სიმღერა მზადაა, სავარაუდოდ, სექტემბერში ან ოქტომბერში გამოვცემ და ლამაზ პრეზენტაციას გავაკეთებ.

- სასტუმრო მნიშვნელოვანია, როცა დასასვენებელ ადგილს არჩევთ?

- გარემოსა და სუფთა ზღვას ვანიჭებ უპირატესობას. მიყვარს ხმელთაშუა ზღვა. საზღვარგარეთ ვისვენებ ხოლმე.

- საუკეთესო ზაფხულის შესახებ გვიამბეთ.

- მაროკოში გავატარე ექვსი თვე და დაუვიწყარი იყო. საბერძნეთში გატარებული ზაფხულიც ძალიან კარგად მახსოვს. სამშობლოში გატარებული ზაფხული მაინც ყველაზე დასამახსოვრებელია. ბევრი ქართული კურორტი მოვიარე და კიდევ ბევრის მონახულებას ვაპირებ, რომ დანაკლისი ავინაზღაურო (იღიმის).

იხილეთ სტაიტის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება