"ქარ­თლო­სი­სა და მი­შას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ ჩა­ვე­რე­ვი"

"ქარ­თლო­სი­სა და მი­შას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ ჩა­ვე­რე­ვი"

"ფსი­ქოს" სტუ­მა­რი ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი­ა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცი­დან მის­მა გაქ­რო­ბამ მა­ყუ­რე­ბელს გუ­ლი დას­წყვი­ტა, თუმ­ცა გი­ორ­გი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბით დაბ­რუ­ნე­ბას ჰპირ­დე­ბა.

- გი­ორ­გი, ინ­ტერ­ვიუ სა­სი­ა­მოვ­ნო თე­მით და­ვიწყ­ოთ, შვი­ლის მო­ლო­დინ­ში ხართ, სქე­სი თუ იცით?

- კი, სქე­სი ვი­ცით - ბი­ჭი­ა.

- სა­ხე­ლი თუ გაქვთ შერ­ჩე­უ­ლი?

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, სა­ლი­ტას ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფარ­თო ავ­ტო­ნო­მია აქვს და ჯერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი არ გვაქვს.

- სა­ლი­ტა ჭირ­ვე­უ­ლი ფეხ­მძი­მე­ა?

- სხვა­თა შო­რის არა, თუ არ ჩავ­თვლი იმას, რომ სა­ზამ­თრო მა­ნამ მო­უნ­და, ვიდ­რე შე­მო­ვი­დო­და და კარ­გა ხანს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სა­ზამ­თროს ყიდ­ვა მი­წევ­და (ი­ცი­ნის). სხვა აჩე­მე­ბა არა აქვს. რა­საც ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ მიყ­ვე­ბოდ­ნენ, ისე­თი რთუ­ლიც არა­ა.

- შენ თუ ხარ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მე­უღ­ლის­გან?

- კი, 26 ივ­ნისს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფო­რუმ­ზე რამ­დე­ნი­მე ათა­სი ახალ­გაზ­რდის წი­ნა­შე სიტყ­ვით უნ­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ეს რომ სა­ლი­ტამ გა­ი­გო, წა­ვი­და და ჩუ­მად მი­ყი­და პი­ჯა­კი ამ გა­მოს­ვლის­თვის. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს მის­გან სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ვე­ლო­დე­ბი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, ერთ დი­ლით სა­ლი­ტა გუბ­ნე­ბა, რომ არ უყ­ვარ­ხარ, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ეს ისე­თი­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის, რო­გორც ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის ხილვა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რი ხარ, პირ­ვე­ლად რა გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­დი?

- პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა ასე­თი იქ­ნე­ბა - მო­გე­სალ­მე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, მე თქვენ­თან ხელ­ცა­რი­ე­ლი არ მოვ­სულ­ვარ, მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ რო­მის სე­ნა­ტის მი­ერ აკ­რძა­ლუ­ლი გლა­დი­ა­ტო­რე­ბის ნაქ­სო­ვი პრე­ზერ­ვა­ტი­ვი, ასე რომ, დამ­შვიდ­დით, პრე­ზერ­ვა­ტი­ვის აკ­რძალ­ვა­ში თქვენ პირ­ვე­ლე­ბი არ ყო­ფილ­ხართ (ი­ცი­ნის).

- ხომ არ ნა­ნობ "კო­მე­დი არ­ხის" და­ტო­ვე­ბას?

- ვიდ­რე რა­მეს მო­ვი­მოქ­მე­დებ, მა­ნამ­დე ვფიქ­რობ. შე­სა­ბა­მი­სად, იმას, რა­საც ვა­კე­თებ, არა­სო­დეს ვნა­ნობ.

- რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს "კო­მე­დი არ­ხის" მსა­ხი­ო­ბებ­თან, და­ძა­ბუ­ლო­ბამ გა­და­ი­ა­რა?

- და­ძა­ბუ­ლო­ბა არა მთლი­ან გუნ­დთან, არა­მედ ერ­თ-ორ ადა­მი­ან­თან მქონ­და, ასე რომ, წე­სით, არც ახ­ლა უნ­და არ­სე­ბობ­დეს და­ძა­ბუ­ლო­ბა იმათ­თან, ვის­თა­ნაც არ ყო­ფი­ლა.

- ახ­ლა თუ მუ­შა­ობ ვინ­მეს პა­რო­დი­ა­ზე?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამ ეტაპ­ზე პა­რო­დი­ე­ბის კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ. ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ახალ­გაზ­რდა პა­რო­დის­ტე­ბი და იუ­მო­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­თვის გვერ­დში და­ვუდ­გე­ბი და რაც ვი­ცი, იმა­საც ვას­წავ­ლი. თუ ყვე­ლა იუ­მო­რის­ტი ასე მო­იქ­ცე­ვა და ახალ თა­ო­ბებს არ დაბ­ლო­კავს, ეს სფე­რო უფ­რო გან­ვი­თარ­დე­ბა, თუ არა და, 10 წლის მე­რეც ის მდა­ბიო იუ­მო­რი იქ­ნე­ბა, რაც ახ­ლა იყი­დე­ბა.

- საკ­მა­ოდ დიდ­ხანს აკე­თებ­დი პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ას. მი­სი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბამ მის პი­როვ­ნე­ბა­ში რა­მე და­დე­ბი­თი თუ გა­პოვ­ნი­ნა?

- მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რას ვფიქ­რობ პრე­ზი­დენ­ტზე. ახ­ლა ქარ­თლოს­ს (პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი პა­რო­დის­ტი ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი) და მას უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი და მე რა თქმა უნ­და, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ ჩა­ვე­რე­ვი, ისე­ვე რო­გორც თა­ვის დრო­ზე არ ჩა­ვე­რიე ვა­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და ერ­თ-ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ იმ ახალ­გაზ­რდა პა­რო­დისტს, რო­მელ­მაც შენ ჩა­გა­ნაც­ვლა?

- ეს ბი­ჭი უდავოდ და ნი­ჭი­ე­რი­ა, მე მას წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ. მა­ნამ­დე არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი ახალ­გაზ­რდებს, ახ­ლა კი ჩე­მი სამ­სა­ხუ­რი მთლი­ა­ნად მათ ხელ­შეწყ­ო­ბას მო­ი­ცავს და მე და­ვი­ცავ მათ ინ­ტე­რე­სებს, მათ შო­რის, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, და­ვი­ცავ ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­საც.

- რო­გორც ვი­ცი, ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­დი ბორ­ჯო­მი­დან, რა ხდე­ბო­და იქ?

- ბორ­ჯომ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი მიმ­ყავ­და, რო­მე­ლიც 3 წლის ვა­ხოს და­სახ­მა­რებ­ლად გა­ი­მარ­თა, მას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა, იმე­დი­ა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- იქ­ნებ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გაგ­ვიმ­ხი­ლო...

- ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ჩე­მი დრო და­ეთ­მო­ბა ახალ­შო­ბილს და ოჯახს. ჩემს ახ­ლან­დელ სამ­სა­ხურს და ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­საც არ გა­მოვ­რიცხ­ავ.

- რო­მელ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში უნ­და ვე­ლო­დოთ შენს გა­მო­ჩე­ნას?

- ამა­ზე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ.

- ტე­ლე­ვი­ზია მო­გე­ნატ­რა?

- სხვა­თა შო­რის "კო­მე­დი არ­ხზე" ხში­რად გა­დის ჩე­მი და ნი­კა გრი­გო­ლი­ას ნომ­რე­ბი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ უნ­დათ "კო­მე­დი არხს" მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­დეს.

- მი­იჩ­ნევ, რომ თქვენ­მა წას­ვლამ "კო­მე­დი არ­ხის" რე­ი­ტინგს საფ­რთხე შე­უქ­მნა?

- არ ვი­ცი, ეს მა­ყუ­რე­ბელ­მა გან­სა­ჯოს. თუმ­ცა მე ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით დი­დი მიზ­ნე­ბი და გეგ­მე­ბი მაქვს, ვიდ­რე ვა­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან დის­კუ­სია იქ­ნე­ბო­და.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება