ეკა ნიჟარაძე - "კომფორტი კარგია, მაგრამ თუ არ არის, ამაზეც არ მოვიკლავ თავს"

ეკა ნიჟარაძე - "კომფორტი კარგია, მაგრამ თუ არ არის, ამაზეც არ მოვიკლავ თავს"

მსახიობი ეკა ნიჟარაძე ყაზბეგში შვილებთან ერთად ისვენებს. მისთვის დასვენების დროს მთავარი მშვიდი გარემო და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობაა.

ეკა ნიჟარაძე:

- გუშინ ყაზბეგში ჩამოვედი რამდენიმე დღით. ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე აქ, მას მერე დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ახლა ჩამოვედი ბავშვებთან ერთად.

- სამოგზაუროდ იყავით, რამდენადაც ვიცი.

- სამი თვით გახლდით ამერიკაში. საქმეზე გახლდით. ამერიკაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, დიდხნიანი პირველი იყო, მაგრამ მანამდეც გახლდით ნამყოფი.

- დასვენებისას რას ანიჭებთ მნიშვნელობას?

- მშვიდ გარემოს, სუფთა ჰაერსა და სასიამოვნო ხალხს. რასაკვირველია, კომფორტი კარგია, მაგრამ თუ არ არის, ამაზეც არ მოვიკლავ თავს.

- საზღვარგარეთ ყოფილხართ დასვენე­ბის მიზნით?

- ვყოფილვარ. ჩემი დიდი ხნის მეგობარი მირანდა მირიანაშვილი გვპატიჟებს ხოლმე იტალიაში, საფრანგეთში და გადასარევ დროს ვატარებთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება