რაიმონდ პაულსმა "ახალი ტალღა" დატოვა - ”პროექტმა თავი ამოწურა”

რაიმონდ პაულსმა "ახალი ტალღა" დატოვა - ”პროექტმა თავი ამოწურა”

"ახალი ტალღის" თანათავმჯდომარემ, კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა საერთაშორისო კონკურსი დატოვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, რაიმონდ პაულსმა "ახალი ტალღის" სტატუსზეც უარი განაცხადა. კონკურსის დატოვების მიზეზებზე, პაულსმა ინტერვიუში ისაუბრა.

-  მე რთული დამოკიდებულება მაქვს "ახალი ტალღის" მიმართ. კონკურსი ძალიან შეიცვალა, ახლა ეს ის აღარ არის, რასაც ჩვენ 2002 წელს საფუძველი ჩავუყარეთ. ამ პროექტმა საკუთარი თავი ამოწურა. ან რაღაც სხვა უნდა გავაკეთოთ, ან საერთოდ დავკარგავთ მაყურებელს. რატომ შევქმენით ეს კონკურსი? რათა გვეპოვა ახალგაზრდა ტალანტები. სად არიან ისინი? მე მიმაჩნია, რომ კანდიდატებს ცუდად არჩევენ, ძალიან ვიწრო ჩარჩოში, "ფორმატით". არა მგონია, რომ მოუსმინეს ნიჭიერ ახალგაზრდებს სადმე ვლადივასტოკში ან ომსკში. ვინც მოაღწია, ის აირჩიეს. თუ ვინმეს ზურგს ოლიგარქი არ უმაგრებს, ის ვერაფერს მიაღწევს.

კომპოზიტორმა ჟიურიც გააკრიტიკა:

- მე მომხრე ვიყავი, რომ ამდენი ჟიურის წევრი არ ყოფილიყო, მაგრამ მე მხარს ვუჭერდი მას, ვისაც საჭიროდ ვთვლიდი. დღეს კი რა ხდება: ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს რაღაც ფორმატში რთავენ, ისეთში, როგორიც ტელევიზიაში ესმით. მათ კი პირველ რიგში რეიტინგი აინტერესებთ. მუდმივად ისმის სტანდარტული ფრაზა:"არ გადართოთ, დარჩით ჩვენთან". ერთის მხრივ, მე მესმის იგორ კრუტოის, მას ძალიან უტევს მოსკოვი. მას ფული აქვს, მაგრამ ბევრს ვერაფერს წყვეტს...

პაულსი დარწმუნებულია, რომ ახლა, "ახალი ტალღა", როგორც კონკურსი, ცოტა ადამიანს აინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება უცხოელ სტუმრებს ეთმობა:

- მე მესმის, რომ კონკურსანტები ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მათი ვოკალური მონაცემები მაღალი დონის არ არის და მათ პროფესიონალები ჩრდილავენ. მაგრამ კონკურსის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება და ერთმანეთს ეჯიბრება. ნუ, ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა... ახალი სახელებიც არ აღმოგვიჩენია, ისეთები, რომლებიც თავის სიტყვას დიდი ხნით იტყვიან.

მოამზადა გიორგი ბერიძემ რუსული პრესის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება