ჰიუ ჯეკმანს სექსის დროს "Xადამიანების" კოსტუმი აცვია

ჰიუ ჯეკმანს სექსის დროს "Xადამიანების" კოსტუმი აცვია

მსახიობი ჰიუ ჯეკმანი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გამოტყდა, რომ სექსის დროს მისი ერთ-ერთი კინოგმირის, ლოგანის კოსტუმი აცვია. ვარსკვლავის განცხადებით, ფილმ "X ადამიანების" პერსონაჟის ფორმას მეუღლესთან სექსუალური შეგრძნებების გასამძაფრებლად იყენებს.

ჰიუ  სექსის დროს მისი პერსონაჟის კოსტუმის მთავარ დეტალს, კლანჭებსაც იკეთებს. რა თქმა უნდა, სუპერგმირის ბასრი ბრჭყალები ზოგჯერ სახლის ინტერიერსაც აზიანებს და თეთრეულსაც ხევს, მაგრამ როგორც მსახიობი აცხადებს, ეს ამად ღირს.

მეუღლის უცნაურ სექსუალურ გატაცებაზე, ჰიუს ცოლს დებორა-ლი ფერნესს განსხვავებული შეხედულება აქვს.

"ეს უბრალოდ საშინელებაა! მთელი დღე ამ კლანჭებით! ზოგჯერ ვეუბნები, სალათი დაჭერი, რამეში მაინც გამოიყენე მეთქი" - აცხადებს დებორა.

ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი ერთად უკვე 17 წელია არიან.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება