ვალერიამ რუსი გეები გამოააშკარავა

ვალერიამ რუსი გეები გამოააშკარავა

ქსენია სობჩაკმა და ლოლიტა მილიავსკაიამ რუს მომღერალს "ჩამშვები" უწოდეს. თავის მხრივ, ვალერიამ განმარტა, რატომ გამოამჟღავნა რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელი გეების სახელები.

ცნობილმა რუსმა მომღერალმა ვალერიამ ბრიტანული ტელეარხ ბი-ბი-სის ეთერში სამამულო შოუბიზნესის წარმომადგენელი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მომღერლები ჩამოთვალა. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა არ ცხრება.

მომღერალი ჟურნალისტ ანტონ კრასოვსკისთან ცხარე დისკუსიაში იყო ჩართული. ამ უკანასკნელმა თავის დროზე საკუთარი არატრადიციული ორიენტაცია აღიარა. ისინი მსჯელობდნენ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავ კანონზე. ვალერიამ თქვა, რომ მხარს უჭერს ამგვარ საკანონმდებლო ინიციატივას, თუმცა, მისი აზრით, ჩაკეტილი კარის უკან ერთსქესიანი ურთიერთობების მოყვარულთ შეუძლიათ, რაც სურთ ის გააკეთონ, "უბრალოდ, ამაზე არ უნდა იყვირონ ყველა კუთხესა და კუნჭულში". ვალერიამ "ღია გეების" სახელებიც ჩამოთვალა. მათ შორის დაასახელა სერგეი პენკინი და ბორის მოისეევი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება