ტონი ბრექსტონი ოფიციალურად განქორწინდა

ტონი ბრექსტონი ოფიციალურად განქორწინდა

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ტონი ბრექსტონი ქმარს, კერი ლუისს გაეყარა. წყვილი 12 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ტონი ბრექსტონმა ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის დასრულება ოფიციალურად მხოლოდ ახლა გააფორმა.

როგორც 45 წლის მომღერლის პრესსპიკერმა განაცხადა, "განქორწინება ცივილიზებული ფორმით მოხდა. ორივე მათგანი აქტიურ მონაწილეობას იღებს მათი შვილების, 11 წლის დენიმისა და 10 წლის დიზელის აღზრდაში".

ტონი და კერი 1998 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდა, თუმცა განქორწინება დღემდე ოფიციალურად არ ჰქონდათ გაფორმებული, ვინაიდან არ სურდათ, რომ მათ შვილებს ოჯახის დანგრევა განეცადათ. როგორც ცნობილია, წყვილის უმცროსი შვილი აუტიზმითაა დაავადებული.

თავად ბრექსტონი სისტემური წითელი მგლურათი იტანჯება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მომღერალი საკონცერტო ტურნეებს ვერ აწყობდა, რის შედეგადაც ის გაკოტრდა.

მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება