თემურ თათარაშვილი - "კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა!"

თემურ თათარაშვილი - "კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა!"

იურმალაში, კონკურს "ახალ ტალღაში" სალომე ქათამაძის გუშინდელ გამოსვლას და ტოტო კუტუნიოს მიერ დაწერილ დაბალ ქულას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემადაც იქცა... ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა გაგვიზიარეს.

თემურ თათარაშვილი, მოსკოვიდან:

- სალომე ქათამაძის შესახებ სიამოვნებით ვისაუბრებ. ჩემი აზრით, გუშინ არაჩვეულებრივად გამოვიდა და ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. მე თვალყურს ვადევნებდი ჟიურის რეაქციას. ყველა უყურებდა ღიმილიანი სახით ანაც შურით პირდაფჩენილი... რაც შეეხება იმ ქულას, რომელიც კუტუნიომ დაუწერა, უბრალოდ სასაცილოა. მოკლედ, ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი მომღერლები, როგორიც სალომეა.

- ტოტო კუტუნიოზე გაბრაზებული ხართ?

- მაპატიეთ, მაგრამ კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება