ბუბა კიკაბიძე: "არც ის გამიკვირდება, სალომეს შემდეგში ქულები კიდევ დააკლონ"

ბუბა კიკაბიძე: "არც ის გამიკვირდება, სალომეს შემდეგში ქულები კიდევ დააკლონ"

იურმალაში, კონკურს "ახალ ტალღაში" სალომე ქათამაძის ბოლო გამოსვლას და ტოტო კუტუნიოს მიერ დაწერილ დაბალ ქულას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემადაც იქცა... ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა გაგვიზიარეს.

ბუბა კიკაბიძე:

- ტოტო კუტუნიომ სალომე ქათამაძეს ორი ქულა ნაღდად დააკლო. მე ძალიან მომეწონა სალომეს გამოსვლა. ნიჭიერი გოგოა. ჩვენთან ბევრია ნიჭიერი და სალომეც ერთ-ერთი მათგანია, რა... გუშინდელი ნომერიც მომეწონა, კარგად იყო შერჩეული. ტოტო კუტუნიო წინა დღეს აღფრთოვანებას ვერ მალავდა და მერე რაღა მოუვიდა, არ ვიცი. ალბათ, "წაუჩურჩულეს" რაღაც... ვიმეორებ, სალომეს ყველაზე ცოტა, 10 ქულა მაინც ეკუთვნოდა. ახლა რომ ამბობენ, კუტუნიოს ეძინა და გამოაღვიძესო, ეს მართალი არ არის. კარგად ვხედავდი, როგორც იყო... არც ის გამიკვირდება, სალომეს შემდეგში ქულები კიდევ დააკლონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება