თამარ ივერი – სალომე 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე... კუბელი "თოიბოი" კი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა

თამარ ივერი – სალომე 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე... კუბელი "თოიბოი" კი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა

"ტოტო კუტუნიო დღეს კი ძალიან ეცადა, გამოესყიდა თავისი გუშინდელი ლაფსუსი, მაგრამ გვიანღა იყო... ადამიანია და ბუნება,ვინ იცის, ალბათ მართლა არ მოეწონა და ვერ გაუგო ამ "ჯეირანს" და მოკალი... გუშინ, თუნდაც 9-იანი რომ დაეწერა... სალომე 1 ადგილს გაიყოფდა... დასანანია, რომ რაღაც ლაფსუსების და მომღერლის არასწორი მენეჯმენტის გამო ჩრდილი მივაყენეთ მის ტალანტს.- ამბობს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი - თამარ ივერი... როგორც აღმოჩნდა, იურმალას კონკურსს ისიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს...

- ძალიან დასანანია, როდესაც მუსიკოსი და კერძოდ სალომე, ასე, 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე და 1 ქულის სხვაობის გამო მე- 2 ქულას უნდა დასჯერდეს. მართლაც ძალიან მუხთლობაა ადამიანების ასე ქულებით შეფასება. რაც შეეხება კუბელ "თოიბოის"... თითქოს ის დღეს სხვა ადამიანი იყო. მისი შესრულება ვფიქრობ მხოლოდ საკუთარ ლათინურ რეპერტუარშია შთამბეჭდავი, თორემ დგეს მისი შესრულებაცა და ჩემი წარმოდგენაც მასზე კარტის სახლივით ჩამოიშალა. ან რა ჩაცმულობა, კუნთების დემონსტრირება,უაზრო დეტონაციები, ხმაში არამყარი ვიბრატო და ა.შ... სამხრეთ ამერიკას ეგეთი ლამაზი და კუნთმაგარი რობერტოები და ალეხანდროები მრავლად ჰყავს და მათი საშემსრულებლო არეალი თავიანთი ქვეყნის კონცერტებს და ვენესუელური ტელესერიალის ქუდების სიმღერას არ ცდება. მაინც მინდა მივულოცო სალომეს და ვუსურვო უფრო ჯანსაღ გარემოში,სხვა ევროპულ კონკურსებზეც სცადოს ბედი. უნიჭიერესი გოგოა, შეუძლია თავისი ნიჭით მთები შეძრას, მართლაც და იშვიათი სიძლიერის ხმა აქვს... პირველი და მესამე ტური შესანიშნავი იყო, მეორე ტურში კი ველოდი, რომ უფრო სხვა კუთხით დაანახვებდა სალომე პუბლიკას თავს. მომღერალი ყოველ გამოსვლაზე ახალი წიგნივით საინტერესო და ამოუცნობი უნდა იყოს. შეუძლებელია, ყოველთვის ვოკალურ ფეირვერკებზე და მაღალ ნოტებზე აკეთო აქცენტი. ნანი ბრეგვაძის ვოკალური ფეირვერკები არავის ახსოვს, მაგრამ პირველივე ფრაზიდან ნანი იყო და მისი ფრაზის სიღრმე და ქალურობა ჟრუანტელს გვგვრიდა... არადა, ერთხელ ვუსმინე სალომეს და მას შეუძლია ადამიანების სულში ჩაწვდომა ყოველგვარი ეფექტების გარეშეც. ვფიქრობ, ასე უფრო დიდ მომღერლად დარჩება ქართველი ერისთვის. კონკურსზე მის შესაძლებლობას ბადალი არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა დუეტ "ჯორჯიას" მიმართ, ჯობდა, მეორე ტურში სოსო პავლიაშვილთან ერთად გამოსულიყო. ისინი ძალიან ჰგვანან სცენური ტემპერამენტით ერთმანეთს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებდნენ. თან დუეტი ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ტრიოში სიმღერა. ეს ფაქტი ოსტატურად გამოიყენეს სომხეთის და კუბის წარმომადგენლებმა.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება