ბიონსეს ფანს მომღერალთან ჩახუტების შემდეგ გული წაუვიდა

ბიონსეს ფანს მომღერალთან ჩახუტების შემდეგ გული წაუვიდა

ბიონსეს თაყვანისმცემელმა ერთ-ერთი კონცერტის დროს თავის კერპთან  ჩახუტებას ვერ გაუძლო და სცენის წინ გულწასული დაეცა.

კონცერტი ბიონსეს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართა, ცნობილი ჰიტის, Irreplacable-ს შესრუილებისას კი მომღერალი მაყურებელთან ახლოს მივიდა და ერთ ახალგაზრდა კაცს ხელი ჩაკიდა. ბიონსეს ყურადღებით აღფრთოვანებულმა თაყვანისმცემელმა სიხარულსგან ხტუნვა და ყვირილი დაიწყო. სიყვარულის ამ მხურვალე გამოვლინებამ ბიონსეც აიყოლია, მომღერალი მუხლებზე დაეშვა და აღტაცებული ბრბოს ყიჟინის ფონზე მამაკაცს ჩაეხუტა.

მამაკაცი ემოციებს ვეღარ მოერია და როგორც კი ბიონსეს მკლავებისგან გათავისუფლდა, გულწასული სცენის წინ ჩაიკეცა.

დახმარება მას მომღერლის სხვა თაყვანისმცემლებმა აღმოუჩინეს. ბიონსემ კი სიმღერა განაგრძო.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება