ირინა ალეგროვა თბილისსა და ბათუმში სოლო კონცერტებს გამართავს

ირინა ალეგროვა თბილისსა და ბათუმში სოლო კონცერტებს გამართავს

რუსული ესტრადის მომღერალი ირინა ალეგროვა თბილისსა და ბათუმში სოლო კონცერტებს გამართავს, ამის შესახებ ინფორმაცია ირინა ალეგროვას "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება. კონცერტები 19 სექტემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხოლო 20 სექტემბერს - ბათუმის პიაცაზე გაიმართება.

სომხური წარმოშობის მომღერალი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მართავს ე.წ. "გამოსამშვიდობებელ" კონცერტებს. როგორც ცნობილია, ის სცენას თავს ანებებს - მომღერალმა იტალიაში სახლი შეიძინა და იქ საკონდიტრო ბიზნესის დაწყებას გეგმავს.

ირინამ მუსიკალური განათლება აზერბაიჯანში მიიღო და პოპულარობას რუსეთში მიაღწია. მამა, ალექსანდრე ალეგროვი თეატრის რეჟისორი იყო, რომელმაც სარქისოვის გვარი ალეგროვით ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეცვალა. დედა კი, სერაფიმა სასნოვსკაია, ოპერის მომღერალი იყო.

ირინა ალეგროვა აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტია.

საქართველოში ირანა ალეგროვას კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 50-დან 150 ლარამდე ეღირება.

გიორგი ბერიძე 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება