თინა ტერნერი - "როგორც იქნა, ყველაფერი რიგზე მაქვს"

თინა ტერნერი - "როგორც იქნა, ყველაფერი რიგზე მაქვს"

როკ-ენ-როლის დედოფალმა, 73 წლის თინა ტერნერმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 57 წლის გერმანელ პროდუსერზე იქორწინა, ჟურნალ HELLO-სთან საკუთარი ქორწინების შესახებ ისაუბრა.

"ეს ისეთი ბედნიერებაა, როდესაც ბოლოს და ბოლოს შეგიძლია ამოისუნთქო და თქვა: ყველაფერი რიგზეა", - განაცხადა ტერნერმა.

ქორწილში მომღერალს Armani-ს ნახევრად მწვანე და ნახევრად შავი კაბა ეცვა, რომელიც პეკინის მოდის კვირეულზე შეარჩია. სტუმრებს (120), პატარძლის თხოვნით, თეთრი კოსტუმები ეცვათ.

"ამ კაბის ყიდვა დანახვისთანავე მომინდა, გავიფიქრე: "ის ჩემი უნდა იყოს, თუნდაც არასდროს ჩავიცვა. გულმა მიგრძნო, რომ ეს ჩემი საქორწილო კაბა გახდებოდა!", - იხსენებს ტერნერი.

მომღერლის სახლი 70 000 ვარდით, თეთრი ფარდებითა და ფარდაგებით იყო მორთული. ცერემონია ბუდისტური წესით შესრულდა, ვინაიდან მომღერალი 1970-იანი წლების შემდეგ სწორედ ამ რელიგიის მიმდევარია.

თინა ტერნერისა და მისი რჩეულის, ერვინ ბახის ურთიერთობა უკვე 27 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პროდიუსერს არაერთხელ უთხოვია მომღერლის ხელი, თუმცა ყოველ ჯერზე პასუხად უარს იღებდა. მომღერლის წინა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. პირველად მომღერალმა 1958 წელს აიკ ტერნერთან იქორწინა. თუმცა მეუღლე თინას ცემდა, ერთ-ერთი მორიგი სკანდალის შემდეგ კი მომღერალმა ქმარი მიატოვა. მას ამ დროს 36 ცენტი ჰქონდა ჯიბეში. წლების შემდეგ ერვინ ბახმა საყვარელი ქალის გადარწმუნება შეძლო და მათ რამდენიმე დღის წინ შვეიცარიაში იქორწინეს.

ქორწილს წყვილის უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. მათ შორის ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, დევიდ ბოუი, ეროს რამაზოტი და შადე.

მომზადებულია HELLO-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება