ლენუკა ყიფშიძე - "საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო, ისეთი სტრესი მივიღეთ"

ლენუკა ყიფშიძე - "საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო, ისეთი სტრესი მივიღეთ"

ამჯერად ლენუკა ყიფშიძის ''ფეისბუქი'' გადავათვალიერეთ და მის კედელზე უცნაური ფოტოკოლაჟი აღმოვაჩინეთ - ლენუკა ''უბორკის'' მომენტში. ფოტოზე ნატალია ყიფშიძეა მონიშნული, რომელიც მამიდასთვის კომპლიმენტებს არ იშურებს.

- ლენუკა, გიყვარს ფოტოსესია?

- კამერასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. იმ მომენტში თითქოს ყველაფერს ვეთიშები და პატარა ფოტოსამყაროში ვარ. არ მიყვარს ფოტოს დამუშავება, ფოტოშოპი; შეიძლება ფერები მისცე ფოტოს, კორექცია არ არის საინტერესო. მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმაჩნია დაშვებული ფოტოშოპი, როდესაც ჟურნალისთვის ან რაიმე რეკლამისთვის იღებ, ისიც არ უნდა იყოს გადაჭარბებული.

- ფოტოგენური ხარ?

- ბევრი მეუბნება, რომ ცხოვრებაში ბევრად უკეთესი ვარ.

- შენს კომპიუტერში თუ მოიპოვება ისეთი ფოტოები, რომლებსაც ვერ გამოაქვეყნებ, ანუ მხოლოდ ''შენია''?

- არა, რაც არ მომწონს - ვშლი. ბავშვობისდროინდელი ფოტოები არ მაქვს, დედას აქვს შენახული, გარდატეხის ასაკში რაც გადავიღე, არ მომწონს. საკუთარ თავს მაგრად დავცინი ხოლმე, თათრის ბავშვივით შავი ვიყავი, ახლა გავღიავდი.

- ეს ფოტოკოლაჟი, რომელიც შენს ''ფეისბუქზე'' აღმოვაჩინე, ვინ გადაგიღო?

- ჩემმა შვილმა, ნიკუშამ. რაც საავადმყოფოდან გამოვედით, გვერდიდან არ ვიშორებ, ცივ ნიავს არ ვაკარებ. იცის, როგორი ფეთიანი ვარ და მემორჩილება... სახლს ვალაგებდი ამ დროს.

- საავადმყოფოდან? ნიკუშა იყო ავად?

- ჰო, ზღვიდან რომ დავბრუნდით, რამდენიმე დღეში მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს, საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო ჩვენთვის, ისეთი სტრესი მივიღეთ. იქ ისეთები ვნახე... აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ჯანმრთელობაა ადამიანისთვის. ღმერთის წყალობით, გადავრჩით... სახლში ვაგრძელებთ მკურნალობას... ფოტოს რაც შეეხება, სახლს ვალაგებდი, საავადმყოფოს მერე დიდი ''უბორკა'' განვიზრახე, ხელებზე რეზინის ხელთათმანები ჩავიცვი, თავზე ''კასინკა'' გავიჭირე, ხელში მტვერსასრუტი დავიკავე და ამ მომენტით ისარგებლა ნიკუშამ. თან მიმითითებდა, სად რა უნდა გამეკეთებინა და თან ფოტოებს მიღებდა. სისუფთავე მიყვარს. თან დალაგების დროს ყველა კუნთი მუშაობს. მე ხომ მანიაკი ვარ, მიყვარს, კაცსაც და ქალსაც ნავარჯიშევი ტანი რომ აქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება