კარლა ბრუნის ბიუჯეტის გაფლანგვაში სდებენ ბრალს

კარლა ბრუნის ბიუჯეტის გაფლანგვაში სდებენ ბრალს

ფრანგი გადასახადების გადამხდელები კარლა ბრუნის სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში სდებენ ბრალს. იმ დროს, როდესაც ქვეყნის პირველი ლედი იყო, კარლამ საკუთარი საქველმოქმედო ფონდის საიტის შექმნაზე ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

პროექტის ხარჯები საფრანგეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა 2013 წლის ივლისში გამოამზეურა. ინფორმაციის გამჟღავნებას საკმაოდ დიდი პროტესტი მოყვა. ინტერნეტში ონლაინ-პეტიციას ხელი უკვე 50 000-მა ადამიანმა მოაწერა. ისინი კარლა ბრუნის სახელმწიფო სახსრების დაბრუნებას სთხოვენ.

კარლა ბრუნის საიტი 2009 წელს შეიქმნა. საიტი კარლას, როგორც შიდსთან ბრძოლის ფონდის ელჩს, თანხების შეგროვებაში ეხმარებოდა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა