ეკვადორში ჰომოსექსუალიზმს სასტიკი მეთოდებით ”მკურნალობდნენ”

ეკვადორში ჰომოსექსუალიზმს სასტიკი მეთოდებით ”მკურნალობდნენ”

ეკვადორში რამდენიმე არალეგალური სამედიცინო დაწესებულება დაიხურა, სადაც ჰომოსექსუალიზმს ”კურნავდნენ”. მიუხედავად ამისა, გეებისადმი სასტიკი მოპყრობა, როგორც პრობლემა, არ აღმოფხვრილა და კვლავ ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევას. ამის შესახებ El Comercio იტყობინება.

ეკვადორის ჯანდაცვის მინისტრის კარინა ვანსეს თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან განკურნებისა და სარეაბილიტაციო ცენტრის სახელით ფუნქციონირებენ, ჰომოსექსუალიზმის არალეგალურ "მკურნალობას" სასტიკი მეთოდებით ეწევიან.

საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია გოგონა ისტორიამაც, რომელსაც სუმელა ჰქვია. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დენითა და ცივი წყლით აწამებდნენ. ასევე გოგონაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა. მას აუპატიურებდნენ კიდეც, რათა მასში მამაკაცთან სექსის სურვილი ”აღეძრათ”.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულთან კავშირი ჰქონდა ადგილობრივი ჯანდაცვის კომისარსაც. თანამდებობის პირი, რომელიც გეებისა და ლესბოსელების "მკურნალობას" კურირებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო გააორმაგებს არალეგალური დაწესებულებების კონტროლს. კარინა ვანსე დარწმუნებულია, რომ სპეციალურ კომისიას საქმე ექნება ადამიანებზე ძალადობის არა ერთჯერად შემთხვევებთან, არამედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელთან.

მომზადებულია El Comercio-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა