ფრედი მერკურისა და მაიკლ ჯექსონის დუეტი შემოდგომაზე გამოვა

ფრედი მერკურისა და მაიკლ ჯექსონის დუეტი შემოდგომაზე გამოვა

პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონისა და ცნობილი როკ-ჯგუფის Queen-ის წევრის, ფრედი მერკურის დუეტს, რომელიც ვარსკვლავებმა 1983 წელს ჩაწერეს, საზოგადოება წლის ბოლოს მოისმენს.

ჟურნალისტებთან საუბარში გიტარისტმა ბრაიან მეიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კომპოზიცია გაყიდვაში  შემოდგომაზე გამოვა. მათ 1983 წელს 3 სიმღერა ჩაწერეს. ვარსკვლავები ერთად კალიფორნიაში 30 წლის წინ მოღვაწეობდნენ.

შეგახსენებთ, ფრედი მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ვარსკვლავი ბრონქოპნევმონიით დაიღუპა, რომელიც შიდსისგან იყო გამოწვეული. ხოლო მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს პრეპარატ პროპოფოლის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება