ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბავშვის სანახავად ჩამოდის?

ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბავშვის სანახავად ჩამოდის?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნინი ბადურაშვილის ყოფილი მეუღლე, ირაკლი კუტალაძე მოსკოვიდან ახლადდაბადებული ბავშვის სანახავად საქართველოში ჩამოდის. ”ამბები.გე” ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინის მეჯვარესა და ნათესავს, ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს დაუკავშირდა.

- გული იმაზე კი არ მწყდება, რომ ირაკლი კუტალაძე ცუდად მოიქცა, დღეს მამაკაცების უმრავლესობა ასე იქცევა (ან მე რა უნდა გამიკვირდეს, როცა ყოფილმა ქმარმა ასე მაზარალა), მე ამ ფაქტზე ხალხის საოცარმა რეაქციამ გამაოცა. რატომ გაეხარდათ ირაკლის ასეთი საქციელი?! მაგრამ როგორც მივხვდი, ქართველები ბოროტი ხალხი ვყოფილვართ. სხვისმა უბედურებამ ნუთუ ასე უნდა გაგახალისოს და გაგახაროს? ის კი არა, "ფეისბუქის" ჩემ გვერდზე ერთი სიტყვა ვერ დამიწერია, რომ ჩემი მისამართით აგრესიის ნიაღვარი არ წამოვიდეს... ან ნინიმ ვის რა დაუშავა, რომ ასეთ დღეში ჩააგდეს?! ნინის დონის რომელიმე უცხოელი მომღერალი ანალოგიურ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყო, იმაზე მეტი ადამიანი დაუჭერდა მხარს, ვიდრე ეს წარმოსადგენია. აქ კი ყველაფერი უკუღმაა. ადამიანს მაინცდამაინც ბოლო სტადიის კიბო უნდა ჰქონდეს, რომ თანადგომა გამოუცხადონ და მხარში დაუდგნენ... მხოლოდ ამის გამო შეუძლიათ მომღერლის დაცვა. ნამდვილად საწყენია... საქართველოში ამის შემდეგ არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბავშვის მოსანახულებლად ჩამოსვლას აპირებს...

- ოჯახში ამ საკითზე ლაპარაკი ავკრძალეთ. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იზამს ირაკლი კუტალაძე. მისი გახსენებაც არ მინდა.

- სალომე, ნინის ნათესავებიდან სამშობიაროში ერთ-ერთმა პირველმა შენ მოინახულე პატარა ელენე. ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზეც წერდი...

- კი, ელენე ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონაა. იშვიათად მინახავს ახალშობილი, ასეთი დაწყობილი სახე ჰქონდეს, მე მას ნინის ვამსგავსებ...

- ახლა სად არის პატარა ელენე?

- ნინის ოჯახს მცხეთაში აგარაკი აქვს და ყველანი იქ ისვენებენ, პატარაც იქ ჰყავთ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება