ნიკიტა მიხალკოვმა ქართველ სიძეს ლექცია წაუკითხა

ნიკიტა მიხალკოვმა ქართველ სიძეს ლექცია წაუკითხა

"ნიკიტა მიხალკოვის საზაფხულო კინოაკადემიაში" რეჟისორის მასტერ-კლასები დაიწყო. კინომსახიობთა თეატრში სტუდენტთა შორის რეჟისორის ქართველი სიძე და კოლეგა რეზო გიგინეიშვილი შენიშნეს. რეზო მასტერ-კლასს მეუღლესთან, ნადია მიხალკოვასთან ერთად ესწრებოდა, რომელიც რეჟისორის ქალიშვილია. თვითმხილველთა თქმით, რეჟისორის ოჯახის წევრებს დარბაზში ადგილები არ დაუკავებიათ, ისინი ფეხზე იდგნენ და ისე უსმენდნენ ლექციას.

"რეზოს, ჩემს სიძეს, განსაკუთრებით უყვარს ჩემი ეს მოკლე სადღეგრძელო: "ნუ!". მის წარმოსათქმელად ათეულობით სხვადასხვა ინტონაციას ვიყენებ!", - განაცხადა ნიკიტა მიხალკოვმა და სტუდენტებს სამსახიობო ხელოვნების უმაღლესი პილოტაჟი უჩვენა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება