მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი დაშორდნენ

მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი დაშორდნენ

დამღლელი სასწავლო წლის შემდეგ მოდელი მარიტა ჯანაშია დასასვენებლად მეგობრებთან ერთად ყაზბეგში წავიდა, საიდანაც ზღვაზე აპირებს გადანაცვლებას. მოდელმა დაანება თავი მუშაობას, შედარებით ნაკლებაადაა ჩართული სამოდელო სფეროში და მსახიობობას ეუფლება. გარდა ამისა, ჩვენი მკითხველისთვის ახალია ისიც, რომ მარიტა შეყვარებულს, ფოტოგრაფ ლაშა ღუღუნიშვილს დაშორდა. მათი ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლიდა, მაგრამ როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მათი გზები გაიყარა.

დაბრუნებული პროფესია

- მოგეხსენებათ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აკადემიური წელი მქონდა აღებული, სექტემბრიდან კი დავბრუნდი, დავიხიე ერთი კურსით უკან და თავიდან დავიწყე სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები - გიზო ჟორდანია და ნანუკა ხუსკივაძე. ძალიან დატვირთული წელიწადი იყო ჩემთვის, დიდ დროს მოითხოვს თურმე სამსახიობო კარიერა, ფაქტობრივად, დილის 9 საათიდან ღამის 10 საათამდე ლექციებზე ვიყავი, ბევრ რაღაცაზე მომიწია უარის თქმამ. მოდის კვირეულში კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ გადაღებებზე წასვლას ვერ ვახერხებდი, რადგან ფიზიკურად დრო არ მქონდა ამისთვის, როგორც იცით, ბანკშიც ვმუშაობდი, მაგრამ თავი დავანებე და ძირითადად სწავლაზე გადავერთე. ჩემი რეჟიმის გამო ვერც ერთ მეგობარს ვერ ვნახულობდი, ამის გამო პრაქტიკულად ყველა გაბრაზებულია ჩემზე და არავინ მელაპარაკება.

- "ფეისბუქზე" ვნახე შენი ფოტოები ნიკო გომელაურის შვილთან, ჯეჯისთან ერთად, რა ურთიერთობა გაქვთ?

- ჯეჯი ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარია, ერთად ვსწავლობთ. ისე, ჩვენს ჯგუფში ჩარიცხულ ყველა ბავშვს ჰყავს გამოჩენილი დედ-მამა ან ბებია-ბაბუა მაინც. ჩემთან ერთად სწავლობენ: ნატალია ჯუღელი – ელდარ და არიადნა შენგელაიების შვილიშვილი, ნინო ქორიძის შვილი, უშანგი ჩხეიძის, ამირან შალიკაშვილის შვილიშვილები.

მართალია, სწავლის პროცესი რთული იყო, მაგრამ იმავდროულად საინტერესოც გახლდათ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი პროფესიის შეცვლასა და საბუთების სხვა უნივერსიტეტში გადატანაზე, მაგრამ კარგია, რომ ეს არ გავაკეთე, რადგან მსახიობობა ძალიან საინტერესო საქმეა, მიმდინარე წელიწადმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, ჩემს ბებოს, მარინა ჯანაშიას, კატეგორიულად არ უნდოდა, სამსახიობოზე ჩამებარებინა, ახლა კი ჩემი დიდი გულშემატკივარია, გამოცდებზე დადიოდა, ყველანაირად გვერდით მედგა და რჩევებს მაძლევდა. თეატრალურში ღია გამოცდები ტარდება ხოლმე, სადაც ამ სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ დასწრება, რადგან ბებიაჩემი მსახიობია, მოდიოდა დასასწრებად, არ მინდოდა მოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მისი იქ ყოფნა კარგიც კი იყო, მისგან დიდ ძალას ვგძნობდი, თუმცა შეფასებისგან თავს იკავებდა.

სამოდელო კარიერა

- მოდელობას თავს არ ვანებებ, რადგან მიყვარს ეს საქმე, ბევრი დიზაინერია ისეთი, ვისთანაც მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. როცა რაიმე სერიოზული გადაღება მქონდა, თეატრალურში ხელს მიწყობდნენ და მივდიოდი, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვაკეთებდი. მოდის კვირეული ძალიან მიყვარს და მონაწილეობას კიდევ მივიღებ. არ მინდა, მოდელობა ჩემი ცხოვრებიდან გაქრეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება