ჟან რენო 65-ე დაბადების დღეს ახალგაზრდა ცოლთან აღნიშნავს

ჟან რენო 65-ე დაბადების დღეს ახალგაზრდა ცოლთან აღნიშნავს

30 ივლისს მსახიობ ჟან რენოს 65 წელი შეუსრულდა. ესპანელი წარმოშობის მსახიობი მაროკოში დაიბადა. იმისათვის, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო, ჟანმა ფრანგულ არმიაში იმსახურა. ვარსკვლავმა კარიერა ტელევიზიიდან დაიწყო, შემდეგ კი თეატრში გააგრძელა. მისი კინო-დებიუტი 1978 წელს შედგა.

დღეისთვის მას უამრავი კინოჯილდო აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ფილმ "გოძილაში" მონაწილეობის გამო ჟან რენომ უარი თქვა "მატრიცაში" აგენტ სმიტის როლზე.

65 წლის ჟანი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ორი მეუღლე - ჟენევიევა რენო და პოლონელი მოდელი ნატალია დიშკევიჩი იყვნენ. 2006 წლიდან რენო რუმინელ მოდელთან და მსახიობთან 41 წლის ზოფია ბორუკასთან ერთად ცხოვრობს. ჟან რენოს სამი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება