რიანას პოპულარობის დაკარგვის ეშინია

რიანას პოპულარობის დაკარგვის ეშინია

ერთი შეხედვით მომღერალ რიანას ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. ვარსკვლავი საგასტროლო ტურნეთია დაკავებული, თავისუფალ დროს აქტიურად ერთობა და ისვენებს. მაგრამ რიანას მეგობრები იმასაც ამბობენ, რომ ვარსკვლავს ეჭვები ტანჯავს. მომღერლის აფორიაქების მიზეზი მისი პოპულარობაა. რიანას პანიკურად ეშინია პოპულარობის დაკარგვის.

"თავს მარტოსულად გრძნობს. ძალიან ეშინია, რომ შესაძლოა თაყვანისმცემლებმა ზურგი აქციონ. ნერვიულობს და უფრთხლდება პოპულარობას. რეგულარულად სტუმრობს ფსიქოთერაპევტს, მკითხავებსა და წინასწარმეტყველებს. გარდა ამისა, მათი გავლენის ქვეშაა მოქცეული და ყველაფერში ნიშნებსა და სიმბოლოებს ხედავს", - აცხადებს წყარო.

მომღერლის ერთადერთი "საშველი" მისი მეგობარი კარა დელვინია, რომელთან ერთადაც რიანა ცოტა ხნის წინ ფრანგულ რივიერაზე ისვენებდა. სწორედ ის ამხნევებს მეგობარს და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.

"რიანას საიდუმლო ტელეფონი აქვს, რომლის ნომერი მხოლოდ მისმა დედამ და კარამ იციან. როდესაც ერთმანეთს ხვდებინ, ღამეებს ათენებენ საუბარში", - აცხადებს წყარო.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება