ჩაკეტილ მანქანაში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ჩაკეტილ მანქანაში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა

სამხრეთ კალიფორნაში 4 თვის ბავშვის მშობლებს ბავშვის მიმართ სასტიკ მოპყრობაში სდებენ ბრალს. იზრაელ სოტომ და ჯესიკა კესადამ ახალშობილი მზის გულზე, ჩაკეტილ მანქანაში, სახლთან არსებულ პარკინგზე დატოვეს. უყურადღებო მშობლებმა ბავშვი მანქანაში პარასკევ საღამოს, მაღაზიიდან დაბრუნების შემდეგ დატოვეს. ჩვილი პოლიციამ მხოლოდ შაბათ საღამოს იპოვა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

"ბავშვი მზის გულზე 12 საათის განმავლობაში, ჰაერის, წყლისა და საკვების გარეშე იყო", - აცხადებენ პოლიციაში.

მეზობლების განცხადებით, როდესაც ბავშვი იპოვეს, ის მამამ ხელში აიყვანა, სახლისკენ წაიყვანა, გზაში დავარდა და ლოცვა დაიწყო. ის ლოცულობდა, რომ პატარა გადარჩენილიყო.

უახლოეს მომავალში ექსპერტიზა ბავშვის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში, ჩაკეტილ მანქანაში 24 ბავშვი გარდაიცვალა.

მომზადებულია NBC News-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა