ადრიანა ლიმა კრივში ვარჯიშობს

ადრიანა ლიმა კრივში ვარჯიშობს

Victoria's Secret-ის მოდელის, 32 წლის ბრაზილიელი ლამაზმანის ადრიანა ლიმას მოხდენილი ტანი კრივის დამსახურებაა.

როცა მისი კოლეგა მეგობრები სხეულის ტონუსისთვის სპორტდარბაზში ვარჯიშით თავს იკლავენ, ან მკაცრი დიეტით ზედმეტ კილოგრამებს ებრძვიან, ლიმა კრივში ვარჯიშობს. პაპარაცებმა მოდელს ფოტო მაიამიში, კრივის დარბაზში გადაუღეს. მას პირადი მწვრთვნელი ავარჯიშებდა.

"დღეში 6 საათი ვვარჯიშობ - დილით 3 საათს და საღამოს 3 საათს. მშობიარობიდან 2 დღეში საკუთარ სხეულზე ზრუნვა დავიწყე. ძალიან რთული პერიოდი იყო. ჩემი ზუსტი წონა კრივის დახმარებით დავიბრუნე. ყველა ქალს ვურჩევ, კრივი თქვენს სხეულს სასწაულებრივად გაალამაზებს", - განუცხადა ადრიანამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ მოდელმა წონაში საგრძნობლად მოიმატა. მშობიარობიდან 2 თვეში ადრიანამ Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუში მიიღო მონაწილეობა. მოდის კრიტიკოსებმა და ფოტოგრაფებმა ვარსკვლავი გააკრიტიკეს, რის გამოც ის დეპრესიაშიც ჩავარდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება