შერონ სტოუნი: "ჰოლივუდში სახის გადაჭიმვას მაიძულებდნენ"

შერონ სტოუნი: "ჰოლივუდში სახის გადაჭიმვას მაიძულებდნენ"

ჰოლივუდის მსახიობმა, 55 წლის შერონ სტოუნმა ამერიკულ ჟურნალ NEW YOU-ს ინტერვიუ მისცა.

ვარსკვლავი უარს ამბობს პლასტიკურ ქირურგიაზე და ნაოჭებშიც თავს კომფორტულად გრძნობს. შერონი  მაკიაჟის გარეშეც არაერთხელ გამოჩნდა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. მან აღიარა, რომ ჰოლივუდში მოღვაწე თითქმის ყველა რეჟისორი და აგენტი მას სახის გადაჭიმვას ურჩევდა და ბოტოქსი მისთვის პლასტიკურ ქირურგებსაც შეუთავაზებიათ. მსახიობი აღიარებს, რომ კომპლექსიც კი გაუჩნდა და სერიოზულად დაფიქრდა, კოლეგა ქალების მსგავსად სახე გადაეჭიმა. სტოუნი ბედნიერია, რომ მსხვერპლზე არ წავიდა და ბოტოქსზე უარი თქვა.

"ზუსტად არც კი მახსოვს, რამდენი ადამიანი მიბიძგებდა სახის გადაჭიმვისკენ. ასეთები უამრავი იყვნენ. სარკეში ვიყურებოდი, ფოტოებს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი, ნეტა სახის რომელი მონაკვეთი უნდა გადაჭიმონ? ბოტოქსის საჭიროებას ვერ ვხედავდი. ახალგაზრდობა კარგია, მაგრამ ხელოვნური არაფერი მიხდება. მესმის, რომ ასაკთან ერთად თვალებში თინეიჯერობის დროინდელი ცეცხლი და ბრწყინვალება გამიქრა, აქა-იქ ცელულიტს ვმალავ, მაგრამ ეს ბუნებრივია", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია NEW YOU-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება