კინომოყვარულებს რაიან გოსლინგის პორნოფილმში ხილვა სურთ

კინომოყვარულებს რაიან გოსლინგის პორნოფილმში ხილვა სურთ

კინოკომპანია Vivid Entertainment-მა, რომელიც პორნოფილმებს იღებს, გამოკითხვა ჩაატარა. კომპანიამ გამოავლინა ის ვარსკვლავები, რომელთა ხილვას პორნოფილმებში ხალხი ისურვებდა.

მაყურებელთა ეროტიკული ფანტაზიების აბსოლუტური ლიდერი რაიან გოსლინგია. გამოკითხულთა 21%-ს სურს, რომ რაიანი პორნო-გმირის როლში იხილოს.

რეიტინგში მეორე ადგილი ანჯელინა ჯოლის მეუღლემ, 6 შვილის მამამ, მსახიობმა ბრედ პიტმა დაიკავა, ხოლო საპატიო მესამე ადგილი ჩენინგ ტატუმს ერგო.

კინოკომპანიამ მეორე რეიტინგიც შეადგინა, სადაც ის ვარსკვლავი წყვილები მოხვდნენ, რომელთა ეროტიკული ვიდეოებიც საზოგადოებაში პოპულარობით ისარგებლებდა.

აღმოჩნდა, რომ მაყურებელი ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის ინტიმური სცენების ნახვას ისურვებდა. ამ სიაში მეორე ადგილი ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ დაიკავეს, ხოლო მესამეზე ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი გავიდნენ.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება