პენელოპა კრუსი ირინა შეიკს სარეკლამო კლიპში იღებს

პენელოპა კრუსი ირინა შეიკს სარეკლამო კლიპში იღებს

ჰოლივუდის მსახიობი პენელოპა კრუსი რუს მოდელ ირინა შეიკს სარეკლამო კლიპში იღებს.

მსახიობი და მისი და, მონიკა საცვლების საკუთარ კომპანიას ფლობენ და ახალი კოლექციის პოპულარიზაციისთვის პენელოპამ გადაწყვიტა, ეფექტური რეკლამა თავად გადაიღოს. სარეკლამო კლიპში მონაწილეობაზე პენელოპამ უარი თქვა - ის მხოლოდ კამერის მეორე მხარეს იდგება და როგორც თავად ამბობს, გადასაღებ მოედანზე ყველა დეტალს გულდასმით გააკონტროლებს.

ირინასთან ერთად კრუსმა რამდენიმე ცნობილი სამოდელო სააგენტოს ყველაზე ეგზოტიკური გარეგნობის გოგონები დაიქირავა. კლიპში მონაწილეობას იღებს პენელოპას მეუღლე, მსახიობი ხავიერ ბარდემი და კრუსის და, მონიკა.

"შევეცდები, რეკლამით ხალხს გავუგზავნო მესიჯი, რომ ჩვენი კოლექცია ყველა ტიპისა და გარეგნობის ქალისთვისაა. არ მინდა მხოლოდ მოდელების ლამაზი სხეული ვაჩვენო", - განუცხადა პენელოპამ ჟურნალისტებს.

იხილეთ ვიდეო: პენელოპა კრუსმა ირინა შეიკი საცვლების პროვოკაციულ რეკლამაში გადაიღო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება