შაკირა და ჟერარ პიკე შვილთან ერთად ჰავაიზე ნებივრობენ

შაკირა და ჟერარ პიკე შვილთან ერთად ჰავაიზე ნებივრობენ

მომღერალი შაკირა და მისი ფეხბურთელი საქმრო, ჟერარ პიკე ჰავაიზე პატარა მილანთან ერთად ისვენებენ. მომღერალი ვაჟის გაჩენის შემდეგ ბედნიერად გამოიყურება. შაკირამ სოციალურ ქსელში ოჯახური იდილიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

ბევრი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა პიკე (ფეხბურთელი 10 წლით უმცროსია საყვარელ ქალზე) მამობისთვის მზად არ იქნებოდა და ბავშვის დაბადების შემდეგ შაკირას მიმართ ვნება გაუქრებოდა. თუმცა, როგორც ფოტოებზე ჩანს, წყვილი დღემდე ძალიან ბედნიერია. ნამდვილი ვარსკვლავია პატარა მილანიც, რომელიც ფოტოკამერებთან პოზირებას უკვე მიეჩვია.

შვებულების შემდეგ შაკირა მერვე სტუდიურ ალბომზე მუშაობას უნდა დაუბრუნდეს. გარდა ამისა, ის The Voice-ის მეექვსე სეზონში ჟიურის წევრი იქნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება