ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრას" წევრობისთვის იბრძვის

ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრას" წევრობისთვის იბრძვის

"მის საქართველო 2011" - ჯანეტ ქერდიყოშვილი რუსულ შოუბიზნეში ძალების მოსასინჯად ემზადება. მისით ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც 2013 წლის 1 იანვარს ჯგუფი "ვია გრა" დაიშალა, რომლის პროდიუსერიც კონსტანტინე მელაძე იყო, პროდუსერმა სანაცვლოდ, გოგონების ახალი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. ჯგუფს სამომავლოდ რა დაერქმევა, არავინ იცის, მაგრამ მისი წევრების შესარჩევად, მელაძეს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ის ცოტა ხანში რეალურ შოუს, სახელწოდებით "ხოჩუ ვია გრუ" დაიწყებს, რომლის ერთ-ერთი წევრი ჯანეტი იქნება. მან ამისთვის კიევში სპეციალური ტურები უკვე გაიარა. "ამბები.გე" ჯანეტს დაუკავშირდა.

ჯანეტ ქედიყოშვილი:

- კონკურსში რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან რამდენიმე ათასმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ, 24 შეირჩა, მათ შორის ვარ მეც. კონსტანტინემ გოგონებისგან 8 ჯგუფი შექმნა ანუ თითოეულში სამ-სამი მოვხვდით. გუნდში ულამაზეს გოგნებთან ერთად აღმოვჩნდი. ერთი ყაზახეთიდან არის, შავგვრემანია, მეორე - უკრაინელია. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგანაც თავიდან გოგონებს რომ გადავხედე, სწორედ ამ ორმა მიიქცია ჩემი ყურადღება და გამიმართლა, რომ ჯგუფში სწორედ მათთან მოვხვდი. რაღაც კარგად მენიშნა, იქნებ ჩვენმა გუნდმა ფინალამდე მიაღწიოს, რატომაც არა?

- როგორც მივხვდი, რეალური შოუ სახელწოდებით - "ხოჩუ ვიუ გრუ", 8 კვირის მანძილზე გასტანს და კონკურსანტებისთვის არც ისე ადვილი იქნება მასში მონაწილეობა. მზად ხარ ამისთვის?

- კი. შემართებით ვარ. ამ კონკურსის ის მომწონს, რომ მონაწილისგან განსაკუთრებულად არც სითამამესა და არც გარყვნილებას არ მოითხოვენ. ის კი არა, პროექტის ავტორებს ჩემი სიმორცხვეც მოეწონათ...

შოუ რამდენიმე ქვეყნის: რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსის წამყვანი ტელეარხები გადასცემენ. ფინალი, ანუ გალა-კონცერტი მოსკოვში გაიმართება.

- პროექტის ავტორებმა ამოცანა რომ გაგირთულონ და კამერის წინ გაშიშვლება მოგთხოვონ, რას იზამ?

- ეს გამორიცხულია! თუ მომთხოვეს, მაშინ პროექტში არ დავრჩები. თან, არ უთქვამთ, რომ ეს უნდა გავაკეთო.

- კიევში რამდენ ხანში მიემგზავრები?

- 15 აგვისტოსთვის და ვეცდები 21 კონკურსანტი დავამარცხო და ახალი "ვია გრას" წევრი გავხდე.

- გარეგნობა ხელს გიწყობს, პლასტიკურიც ხარ, მაგრამ გოგონათა ჯგუფი ვოკალისტებით უნდა დაკომპლექტდეს. შენს მუსიკალურ მონაცემებზე რას იტყვი?

- ვმღერი. თან, სანამ კიევში გავემგზავრებოდი, მუსიკის პედაგოგთან, რუსიკო ბახტაძესთან გავიარე გაკვეთილები, ვემზადებოდი... მოკლედ, საბრძოლველად მზად ვარ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება