რა­ტომ აგი­ნა მი­შა მეს­ხმა მინ­სკი-­თბი­ლი­სის რე­ი­სის მგზავ­რებს

რა­ტომ აგი­ნა მი­შა მეს­ხმა მინ­სკი-­თბი­ლი­სის რე­ი­სის მგზავ­რებს

24 ივ­ლისს მინ­სკი-­თბი­ლი­­სის რე­ის­ზე თვით­მფრი­ნა­ვის ბორ­ტზე ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა მი­შა მეს­ხმა დი­დი აყალ­მა­ყა­ლი მო­აწყ­ო. თვით­მხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მგზავ­რებს უშ­ვე­რი სიტყ­ვე­ბით აგი­ნა, აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად თვით­მფრი­ნა­ვის სა­ლონ­ში სი­გა­რე­ტი მოს­წია და თვით­მფრი­ნა­ვის პერ­სო­ნალ­იც შე­უ­რაცხ­ყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში თვით­მფრი­ნა­ვის ბორ­ტთან მი­შა მესხს პერ­სო­ნა­ლის მი­ერ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი პო­ლი­ცია დახ­ვდა და ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მათ წა­იყ­ვა­ნეს, აე­რო­პორ­ტი­დან გა­მო­სულ მინ­სკი-­თბი­ლი­სის რე­ი­სის მგზავ­რებს მეს­ხი გა­რეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დახ­ვდათ, რა­მაც მა­თი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მინ­სკი-­თბი­ლი­სის ავი­ა­რე­ი­სის ერ­თ-ერთ მგზავრს, ინ­ცი­დენ­ტის მოწ­მეს, და­ზა­რა­ლე­ბულ თა­მარ ხა­რა­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- წლე­ბი­ა, ბე­ლო­რუს­ში ვცხოვ­რობ. დი­დი ხა­ნია ჩემს სამ­შობ­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის ვნა­ხავ­დი ჩემს ახ­ლობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს. 24 ივ­ლისს რო­გორც იქ­ნა თბი­ლი­სის­კენ გა­მოვფ­რინ­დი. რე­ი­სი მინ­სკი-­თბი­ლი­სი 23.00 სა­ათ­ზე აფ­რინ­და მინ­სკის აე­რო­პორ­ტი­დან. აფ­რე­ნი­დან ძა­ლი­ან მა­ლე ერ­თ-ერ­თი მგზავ­რი (მა­შინ მი­სი ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცო­დი) სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ვი­და. იქი­დან გა­მოს­ვლი­დან ძა­ლი­ან მა­ლე კი, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ, ქარ­თუ­ლად გი­ნე­ბა და­იწყ­ო. რად­გან ქარ­თვე­ლი იყო, ვი­ფიქ­რე ქარ­თუ­ლად და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ცო­ტას და­ვამ­შვი­დებ­-მეთ­ქი, მაგ­რამ რო­გორც კი გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე და ვთხო­ვე, გი­ნე­ბა შე­ეწყ­ვი­ტა, პირი­ქით - ქარ­თვე­ლე­ბის გი­ნე­ბა­ზე გა­და­ვი­და. ვინც ხართ აქ ქარ­თვე­ლე­ბი და გეს­მით, თქვე­ნი დე­და­ო. ისე­თი უშ­ვე­რი სიტყ­ვე­ბით იგი­ნე­ბო­და, არ ვი­ცო­დი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მგზავ­რებს შო­რის ბავ­შვე­ბიც იყ­ვნენ. ბორ­ტგამ­ცი­ლე­ბე­ლიც უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და მის გა­ჩე­რე­ბას. სხვა მგზავ­რებ­მაც გამოთქვეს უკმაყოფილება. თვით­მფრი­ნავ­ში ჩემ გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი იყო და მათ­გან გა­ვი­გე, რომ თურ­მე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მი­შა მეს­ხი ყო­ფი­ლა. თან ახ­ლდა ერ­თი გო­გო და ორი ბი­ჭი. გო­გო პირ­ზე ხელს აფა­რებ­და და გა­ჩუ­მე­ბას სთხოვ­და. გი­ნე­ბას არ დას­ჯერ­და და სა­ლონ­ში სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და­იწყ­ო. ისე­თი აურ­ზა­უ­რი გა­მო­იწ­ვი­ა, რომ თვით­მფრი­ნა­ვის უკან მიბ­რუ­ნე­ბას და ისევ მინ­სკში დას­მას აპი­რებ­დნენ, იქ კი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მინ­სკის პო­ლი­ცი­­ას თავს ნამ­დვი­ლად ვერ აა­რი­დებ­და, მაგ­რამ მე­რე ისევ მგზავ­რებ­მა ვთხო­ვეთ, რე­ი­სი არ ჩაშ­ლი­ლი­ყო, რად­გან ყვე­ლას ძა­ლი­ან გვეჩ­ქა­რე­ბო­და თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა. რო­გორც იქ­ნა, და­ვი­თან­ხმეთ ამა­ზე. მი­შა მეს­ხი კი გი­ნე­ბას და სა­ლონ­ში მო­წე­ვას კვლავ აგ­რძე­ლებ­და. ­ა­და­მი­ა­ნის სა­ხე არ ჰქონ­და. რო­გორც კი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ჩა­მოვ­ფინ­დით, ტრაპ­თან პო­ლი­ცია დაგ­ვხვდა და მსა­ხი­ო­ბი მათ წა­იყ­ვა­ნეს. ვი­ფიქ­რეთ, ამ აურ­ზა­უ­რის გა­მო და­ის­ჯე­ბო­და და, სულ ცო­ტა, ერთ ღა­მეს მა­ინც გა­ა­თევ­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, თუმ­ცა აე­რო­პორ­ტი­დან გა­მო­სუ­ლებ­მა თვა­ლებს არ დავუჯერეთ - თანმხლებ პირებთან ერთად არხეინად მიაბიჯებდა...

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება