მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა და ამის გამო, ცხოვრების საუკეთესო წლებში რამდენიმე სერიოზულ კარიერულ გამოწვევაზე უარის თქმა მოუხდა, არასოდეს უნანია, ეს ნაბიჯი რომ გადადგა. ის უკვე 13 წელია - დედა გახლავთ... თაკო ჩხეიძე, შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერი გამონაკლისია, ვინც პირად ცხოვრებასა და კარიერაში ერთნაირად წარმატებული გახლავთ...
- პირველად დედა 19 წლისა გახდით. ამ დროს სამოდელო საქმიანობა უკვე დაწყებული გქონდათ...
- დიახ, 17 წლის გავთხოვდი და 2 წელიწადში სერგი გამიჩნდა. მაშინ პატარა ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ეს გრძნობა, ზოგადად, ბავშვობიდან მომდევს. 2000 წელი ჩემთვის ორმაგად ბედნიერი იყო: დედაც გავხდი და კარიერაშიც წარმატება მქონდა. სერგი 5 თვის იყო, როცა საქართველოში გამართულ კონკურსზე გავიმარჯვე და წლის საუკეთესო მოდელი გავხდი. მოგვიანებით, ამავე წელს, სტამბოლში "მსოფლიოს საუკეთესო გრაციად" დამასახელეს. გაოცებული იყვნენ და არ სჯეროდათ, რომ 19 წლისას უკვე 6 თვის ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მყავდა. ეს უცხოელებს უკვირდათ, თორემ საქართველოში ნაადრევად გათხოვება უცხო ხილი არ არის: გარშემო ბევრ ჩემს მეგობარს ჰყავდა ამ ასაკის ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!.
- კარიერაში რომ არ შეფერხდით, ეს ალბათ მეუღლის დამსახურებაა. კონკრეტულად რაში გამოიხატება მისი მხარში დგომა?
- ამის ორი სიტყვით გადმოცემა რთულია. პირველ რიგში, ალბათ ის უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის პროფესიას და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ხელს მიწყობდა, ჩემს საქმეს რომ არ ჩამოვშორებოდი.
- მეორე და მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დედობა "სხვანაირად" იგრძენით?
- სერგის გაჩენის შემდეგ, როგორც გითხარით, მის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და საკუთარ თავს ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევდი, მაგრამ როცა 9 წლის შემდეგ მეორე შვილი შემეძინა, ბევრად ადვილად გადავიტანე ყველაფერი - პირველი ფეხმძიმობის შემდეგ უძილო ღამეები თუ მთრგუნავდა, ალექსანდრეს შემთხვევაში, ყველაფერს სიხარულით ვაკეთებდი. ამ გრძნობით იმდენად გავგიჟდი, რომ მეორეს მესამეც მალე მივაყოლე (იცინის). სამივე ბუნებრივი კვებითsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გავზარდე და შესაძლებლობის ფარგლებში, მათთვის არაფერი დამიკლია... საერთოდ, თოთო ბავშვზე "ჭკუა მეკეტება"...
- როგორც ვიცი, არაერთხელ გითქვამთ უარი უცხოელების შემოთავაზებაზე, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ოჯახიდან მოშორებით ყოფნა არ გსურდათ. ახლა ამას არ ნანობთ?
- ზოგადად არასოდეს არაფერს ვნანობ, პირიქით - მგონია, რომ გამიმართლა. მართლაც, ბევრ ხელსაყრელ პროექტზე ვთქვი უარი, მაგრამ მოგვიანებით ისე მოხდა, რომ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი უცხოეთში და პარალელურად, იქ პროფესიით მუშაობასაც ვახერხებდი. იმ პერიოდში სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი და მოდის სფეროში მოღვაწე ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მე ძალიან დიდი სიყვარულით დავქორწინდი და აქედან გამომდინარე, არაფერს ვნანობ.
- მკაცრი დედა ხართ?
- არა, საკმაოდ მეგობრული ვარ, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებისთვის საყვედურის თქმაც მიწევს. უფროსი ვაჟი 13 წლის არის და მასთან განსხვავებული ურთიერთობა მაქვს, რადგან მას უკვე სხვანაირად სჭირდება მშობლების გვერდით დგომა. ჩვენ ვმეგობრობთ. ზოგჯერ ხუმრობით ვეუბნები: მგონი, შენი თანატოლი გგონივარ, ხომ არ გავიწყდება, დედაშენი რომ ვარ-მეთქი? საერთოდ, ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ძალიან მიყვარს. 6 წლის ვიყავი, როცა დედამ დიდი თოჯინა მიყიდა და მას გვერდიდან არ ვიშორებდი, მართლა შვილივით ვუვლიდი. მერე რეალურ ბავშვებზე გადავერთე (იცინის). შვილებთან ურთიერთობით არასოდეს ვიღლები, პირიქით - ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და შვების მომგვრელი რამ არის, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა...
- ცელქები არიან?
- უფროსები სიცელქით დიდად არ გამოირჩევიან, პატარა კი ძალიან ცელქია და აკიმს ვეძახი (იცინის). ალექსანდრე 4-ის ხდება. 2 წლის ასაკში ისიც ცელქი იყო, მაგრამ ახლა მშვიდია. ვცდილობ, ბავშვებს შთავაგონო, რომ ერთმანეთზე უნდა იზრუნონ. მე პატარაობისას მარტო ვიზრდებოდი და ძალიან მინდოდა, ბევრი და-ძმა მყოლოდა. მათთან საუბრისას ხშირად ხაზს ვუსვამ, - ერთმანეთი რომ გყავთ, ეს დიდი ბედნიერება და სიმდიდრეა-მეთქი...
- თქვენი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ალბათ დამოუკიდებლობას მიჩვეულნი არიან...
- მიმაჩნია, რომ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! თანდათან აუცილებლად უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლობას. სერგი უკვე იმ ასაკშია, რომ ვცდილობ, გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდეს. ზოგჯერ მართლაც, ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ როცა ყველაფერს მოვაგვარებ, აუცილებლად ვახდენ კომპენსაციას - გარკვეული პერიოდი ბავშვებთან ვრჩები.
- ახლა სად ისვენებენ?
- სერგი ძალიან ცნობისმოყვარეა და კომპიუტერის საშუალებით დამოუკიდებლად ეძებს სხვადასხვა ინფორმაციას. წელს არქეოლოგიურ გათხრებზე, ექსპედიციაში გავუშვი. ვიცი, ეს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. პატარებიც თბილისთან ახლოს, აგარაკზე მყავს.
- როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?
- ამისთვის, კონკრეტული "ჩარჩოები" ალბათ, არ არსებობს. იდეალურ ქალად დედა მიმაჩნია. ის ჩემთვის დღემდე, მაგალითის მომცემი ადამიანი და ყველაზე ახლო მეგობარია. მასწავლის: ქალი მაშინ არის "მაგარი", როცა ყველაფერს ასწრებსო. ვფიქრობ, ე.წ. სუსტი სქესის მთავარი მისია მაინც, შვილის გაჩენაა, მაგრამ როცა პროფესიაშიც რეალიზებული ხარ - ეს იდეალური ვარიანტია. რა თქმა უნდა, გარშემო მყოფებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ მთავარი საკუთარი საქმის სიყვარულია! ზოგჯერ დინებასაც მივყვები... დიდი მნიშვნელობა აქვს დროის სწორად განაწილებასაც. მართალია, ზოგჯერ ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვქნა, ვერც ოჯახის გარეშე ვიცხოვრებ და ვერც კარიერაზე ვიტყვი უარს...
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რა პრინციპით მოხდა თქვენი შერჩევა "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" ერთ-ერთ დამფუძნებლად?
- ფონდის თავმჯდომარის - დიმიტრი ხუნდაძისგან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. საქველმოქმედო საქმიანობა ყოველთვის მაინტერესებდა, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს...
- შეიძლება ითქვას, რომ ამ ფონდისთვის "სახე" ხართ?
- შეიძლება. ამ საქმეს დიდი სიხარულითა და ინტერესით ვუდგები. ბევრი სერიოზული ადამიანია ჩართული და დარწმუნებული ვარ, ფონდს წარმატებები ექნება.
- რა არის დღეს ქართველი დედების მთავარი პრობლემა?
- სხვა ქვეყნებში დედებს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ. მაგალითად, ავსტრიაში სახელმწიფო ოჯახს პირველივე ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენიდან 18 წლამდე 150 ევროს აძლევს; ესტონეთში დედას ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენიდან სამი წლის განმავლობაში შეუძლია, დეკრეტული შვებულებით ისარგებლოს და ამავდროულად, ხელფასიც ერიცხება. ამგვარმა მიდგომამ რიგ ქვეყნებში შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა. მსგავსი ნაბიჯები ჩვენთანაც აუცილებლად უნდა გადაიდგას, თორემ ამ მხრივ მართლაც, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. პატრიარქის ინიციატივა ძალიან დიდი სტიმული იყო თუნდაც, ჩემთვის: ჩემი მესამე შვილი მისი ნათლულია. ჩვენი უახლოესი გეგმაა, რომ ყოველი მესამე ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენისთვის ოჯახს ყოველთვიური შემოსავალი ჰქონდეს. შრომის კოდექსშიც შევა ამ მხრივ ცვლილებები.
- გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს! ქართველი დედებისთვის სტიმულის მისაცემად მეოთხე შვილის გაჩენას ხომ არ გეგმავთ?
- ალბათ მეოთხესაც გავაჩენ.
- რას ურჩევთ დედებს, რომლებიც შვილებისა თუ ოჯახური პრობლემების გამო საკუთარი თავისთვის ვერ იცლიან?
- მესმის, ძალზე შრომატევადია შვილების გაზრდა, მაგრამ ყველა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ შვილსაც მოწესრიგებული დედა მოსწონს...
- ფიქრობთ, რომ თუ ქალს აქვს შინაგანი მოთხოვნილება, რაც უნდა ბევრი შვილი ჰყავდეს, მაინც გამოძებნის დროს თავის მოსავლელად?
- ნამდვილად ვიცი რამდენიმე დედა, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავს, მაგრამ ყოველთვის ფორმაშია. რაც გინდა, იმის გაკეთებას აუცილებლად შეძლებ, მაგრამ თუ რაღაც გეზარება, მიზეზი არ დაგელევა საიმისოდ, რომ არ გააკეთო...
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)