ჩენინგ ტატუმმა მილა კუნისს სცემა

ჩენინგ ტატუმმა მილა კუნისს სცემა

ჩენინგ ტატუმმა მილა კუნისს სცემა. ფილმ "Jupiter Ascending"-ის გადასაღებ მოედანზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

ჩხუბის სცენის დროს ჩენინგმა მილას ძლიერად დაარტყა. მილა მარცხნივ უნდა გაქცეულიყო, მაგრამ სცენარი აერია და მარჯვნივ გაიწია, სწორედ ამ დროს მოხვდა ტატუმის ძლიერი მუშტი სახეში. ჩენინგს სურდა, ჩხუბის სცენაში მაქსიმალურად ბუნებრივად ეთამაშა და თუ კუნისის ჩალურჯებული თვალებით ვიმსჯელებთ, ზომაზე მეტი მოინდომა. როგორც თვითმხილველი ამბობს, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მილა წაიქცა.

"კუნისმა გონებაც დაკარგა - ტატუმი ხმამაღლა უყვიროდა, რომ გამოფხიზლებულიყო. საბედნიეროდ, მილა გონზე სწრაფად მოვიდა. გადასაღებ მოედანზე ექიმები გამოჩნდნენ და მსახიობს პირველადი დახმარება გაუწიეს. რეჟისორმა გადაღების შეწყვეტა კატეგორიულად მოითხოვა, მაგრამ კუნისმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და სურს, ბოლო სცენა დღესვე გადაიღოს, რადგანაც ვარსკვლავი ჩალურჯებული სახის გამო რამდენიმე დღე სახლში დარჩება", - განუცხადა წყარომ ჟურნალისტებს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება