ჯეიმს კამერონი "ავატარის" კიდევ 3 ნაწილს გადაიღებს

ჯეიმს კამერონი "ავატარის" კიდევ 3 ნაწილს გადაიღებს

რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ავატარის" გაგრძელებაზე მუშაობს. რეჟისორის თქმით, მაყურებელი ლეგენდარული სამ განზომილებიანი ფილმის კიდევ 3 ნაწილს იხილავს. მისივე განცხადებით, ახალი ფილმის გადაღება 2014 წელს დაიწყება.

58 წლის კამერონი უკვე დაუკავშირდა სცენარისტებს - ჯოშ ფრიდმანს, შეინ სალერნოს, რიკ ჯაფასა და ამანდა სილვერს.

კამერონის თქმით, ის ერთდროულად სამი ახალი ფილმის გადაღებას მომავალი წლიდან შეუდგება, ხოლო სტუდია 20th Century Fox მათ რეალიზებას ეტაპობრივად 2016 წლიდან განახორციელებს.

"ფილმზე მუშაობისას იმ დასკვნამდე მივედი, რომ ავატარის სამყარო უფრო მდიდარია, ვიდრე წარმომედგინა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ორ ფილმში არ ჩაეტევა ის ყველაფერი, რისი გადმოცემაც ეკრანზე მსურს", - განაცხადა რეჟისორმა.

სტუდია 20th Century Fox-ის გენერალურმა დირექტორმა "ავატარის" გაგრძელება სტუდიის ყველაზე პრიორიტეტულ პროექტად უკვე დაასახელა.

პირველი "ავატარი" ჯეიმს კამერონმა 2009 წელს გადაიღო. სურათი 3D ფორმატში, სპეციალური კამერებითაა გადაღებული. "ავატარის" ბიუჯეტი 273 მლნ დოლარი იყო.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება