"ჩემი ინიციატივით არასოდეს გადავიღებდი ისეთ ფილმს, როგორიც არის "დარჩი ჩემთან"

"ჩემი ინიციატივით არასოდეს გადავიღებდი ისეთ ფილმს, როგორიც არის "დარჩი ჩემთან"

რეჟისორი ზაზა ურუშაძე საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარედ 2013 წლის 8 მაისს აირჩიეს. მის გეგმებსა და სიახლეებზე საუბრისას ისიც გავარკვიეთ, რომ რამდენიმე დღეში ამოქმედდება კინოკავშირის საიტი, რომლის მომხმარებელს კინოკავშირის საქმიანობის, ქართულ და მსოფლიო კინოში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება...

- კინოკავშირის ისტორიაში მესამე თავმჯდომარე ვარ, პირველი 11 წლის განმავლობაში იყო სიკო დოლიძე, მეორე ელდარ შენგელაია, რომელიც კავშირს 36 წელი ხელმძღვანელობდა. მგონია, რომ შევძლებ ამ ადგილის გაცოცხლებას. ერთ-ერთი პირველი, რასაც გავაკეთებ, 460-კაციანი დარბაზის აღდგენა იქნება. კინემატოგრაფისტებისთვის სპეციალური ადგილი უნდა შეიქმნას, სადაც მათ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ. ფიროსმანის გამოთქმის არ იყოს, სადაც დავსხდებით, ჩაის დავლევთ და ვილაპარაკებთ ხელოვნებაზე. სამწუხაროდ, კინოკავშირი დღეს ძირითადად იჯარებით ცხოვრობს. მან თავის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით უნდა შეძლოს ისე იარსებოს, რომ დაეხმაროს თავის წევრებს და ხელი შეუწყოს კინემატოგრაფიის განვითარებას.

- სახელმწიფოს როლი ამ საქმეში როგორია, თუ გაქვთ დაფინანსება?

- საქართველოში სამი მთავარი კინოორგანიზაციაა. ერთია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინვესტორი, სადაც ცხადდება კონკურსები და მის საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო კინოპროექტები ფინანსდება - მაქსიმუმ 75%-ით. მეორეა კინოსტუდია "ქართული ფილმი", რომელშიც უამრავი რამ არის გასაკეთებელი და მას სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს. რაც შეეხება კინოკავშირს, ის დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და სახელმწიფო დაფინანსებას არც ის იღებს. საბჭოთა კავშირის დროს მას სახელმწიფო აფინანსებდა, თუმცა შემდეგ აღარ. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება, ოთხი მილიონი ლარი, რომელიც მთლიანად ქართული კინოსთვის გამოიყოფა, ძალიან ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ასე თუ ისე შეიძლება დაბალბიუჯეტიანი ფილმების გადაღება, ამის გათვალისწინებითაც ეს თანხა მაინც ძალიან მცირეა. ვიმედოვნებ, ის ოთხ-ხუთჯერ გაიზრდება.

- და ამის პერსპექტივა შეინიშნება?

- უნდა ვეცადოთ დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ თანხამ მოიმატოს. რაც შეეხება კინემატოგრაფისტთა კავშირს, მასში თითქმის ყველა ის ადამიანია გაწევრებული, რომელსაც კინოში რაღაც გაუკეთებია. ახალგაზრდები არ გვიერთდებოდნენ, მაგრამ ახლა სიტუაცია გამოკეთდა. ეტყობა, ცვლილებების იმედი გაჩნდა და პირველ ეტაპზე 17 კაცი დაგვემატა. კინოკავშირში სულ 320 კაცია გაწევრებული.

- 5-6 წლის წინ საქართველოში ახალგაზრდებისთვის განხორციელდა პროექტი "ზაფხულის კინოსკოლა", რომელშიც რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ ჩართული და მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდნენ. რამე მსგავსი ხომ არ იგეგმება?

- ეს პროექტი წელსაც დაიწყო და მას ახორციელებს კინოკომპანია "სინეტექი". მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი კინემატოგრაფისტთა კავშირიცაა. პროექტის ფორმატი იგივე იქნება. ახალგაზრდები გაივლიან კინოწარმოების ყველა იმ ეტაპს, რომელიც ფილმის გადაღებისთვის არის საჭირო. ეს ძალიან კარგია, რადგან მათ პროფესიულ კინოში მუშაობის საშუალება ეძლევათ. პროექტი დაწყებულია და გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება