ელენ დეჯენერესი "ოსკარი 2014"-ს წაიყვანს

ელენ დეჯენერესი "ოსკარი 2014"-ს წაიყვანს

ცნობილი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი "ოსკარი 2014"-ს წაიყვანს. ტელეწამყვანმა ინფორმაცია მიკრობლოგ "ტვიტერში" დაადასტურა: "ეს ოფიციალურია: "ოსკარ 2014"-ს წავიყვან! მინდა აკადემიას და მეუღლეს მადლობა გადავუხადო!"

55 წლის დეჯენერესისთვის ეს"ოსკარის" წაყვანის პირველი გამოცდილება არ არის: მან 2007 წელს დაჯილდოების 79-ე ცერემონია წაიყვანა. ელენი ამერიკელ მაყურებელს ძალიან უყვარს და პრესტიჟული ტელეპრემიების მფლობელი არაერთხელ გამხდარა. იგი საუკეთესო კომიკოსი და ტელეწამყვანია, ყველაზე აქტიურად აწარმოებს "ტვიტერსა" და "ინსტაგრამს".

ცერემონიის პროდუსერებმა კრეიგ ზეიდანმა და ნილ მერონმა უკვე განაცხადეს, რომ ელენთან მუშაობა ახარებთ."მხოლოდ რამდენიმე მსახიობს აქვს მისნაირი კომედიური ნიჭი, მას ყველა აღმერთებს და ვიმედოვნებთ, რომ აუდიტორია ამ ახალი ამბით ჩვენსავით აღფრთოვანდება",- ამბობენ პროდუსერები.

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია 2014 წლის 2 მარტს ჰოლივუდში Dolby-ს თეატრში გაიმართება.

მომზადებულია People-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება