ემა უოთსონი: "მეუბნებოდნენ, რომ ერთი როლის მსახიობი ვარ"

ემა უოთსონი: "მეუბნებოდნენ, რომ ერთი როლის მსახიობი ვარ"

მსახიობმა ემა უოთსონმა არაერთხელ განაცხადა, რომ სამსახიობო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. "ჰარი პოტერის" დასრულების შემდეგ, მსახიობმა ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლა და "ჰოლივუდთან" დამშვიდობება გადაწყვიტა, მაგრამ აზრი ერთ-ერთმა პროფესორმა შეაცვლევინა.

"ერთ-ერთმა პროფესორმა მითხრა: მასწავლებლები ფიქრობენ, რომ არ მიღირს სამსახიობო კარიერის გაგრძელება და ყოველთვის ყველასთვის ჰერმიონ გრეინჯერად დავრჩები. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ვფიქრობდი კინოდან წასვლაზე, ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან გამაბრაზა. მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებიან. ამან სერიოზული მოტივაცია მომცა!", - აღნიშნა ემამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

ემამ უამრავი წინადადებიდან რამდენიმე პროექტი შეარჩია. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში "ელიტარული საზოგადოება" და "შვიდი დღე და ღამე მერლინთან". მალე ეკრანებზე გამოვა ფილმები "ნოე" და "კონკია", სადაც ემა მთავარ როლს ასრულებს.

მომზადებულია perezhilton.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება