დევიდ ბექჰემი ფილმში ბოროტმოქმედს განასახიერებს?

დევიდ ბექჰემი ფილმში ბოროტმოქმედს განასახიერებს?

დევიდ ბექჰემმა სამსახიობო კარიერაზე ფიქრი დაიწყო. მეუღლის ამ გადაწყვეტილებას დიზაინერი ვიქტორიაც მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ მისი ქმრისგან შესანიშნავი ჯეიმს ბონდი დადგებოდა. თუმცა პირველი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დევიდმა სულ სხვა პროექტზე მიიღო.

ბექჰემს მეთიუ ვონის ფილმში "საიდუმლო სამსახური", ბოროტმოქმედის როლის განსახიერება შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ როლზე დევიდი ბრიტანელმა მსახიობმა კოლინ ფერტმა მიიწვია.

"კოლინმა ჰკითხა, ისურვებდა თუ არა დევიდი ახალ ფილმში თამაშს, მაგრამ დევიდს ჯერ კონკრტული პასუხი არ მიუცია. უნდა, რომ ძალები კინოში მოსინჯოს, მაგრამ ამას მხოლოდ გამოცდილების მიღების საშუალებად  აღიქვამს და არა სერიოზულ სამუშაოდ", - აღნიშნავს წყარო.

გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, დევიდს უამრავი სცენარი გაუგზავნეს, მაგრამ სპორტსმენს ჯერ მისთვის საინტერესო პროექტი არ შეხვედრია.

"მეთიუ ვონს მიაჩნია, რომ ფილმში დევიდის მონაწილეობა ძალიან მომგებიანი იქნება", - აცხადებს წყარო.

თუ დევიდი ფილმში მონაწილეობას დათანხმდება, მაშინ გადასაღებ მოედანზე შესანიშნავი მრჩევლები ეყოლება. სურათში მონაწილეობას იღებენ კოლინ ფერტი, სამუელ ელ ჯექსონი და მაიკლ კეინი. პატარა როლი ელტონ ჯონსაც ერგო. მთავარ როლზე კი შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიო დაამტკიცონ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება