45 წლის კარლა ბრუნი ბიკინიში გადაიღეს

45 წლის კარლა ბრუნი ბიკინიში გადაიღეს

მას შემდეგ, რაც კარლა ბრუნიმ პირველი ლედის ფუნქციები ჩამოიცილა, საკუთარი თავი მთლიანად დედობას მიუძღვნა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისა და ყოფილი მოდელის ქალიშვილი ჯული ახლა წლინახევრისაა. ვარაუდობდნენ, რომ ასეთ ასაკში შვილის გაჩენა ბრუნის ტანადობაზე ნეგატიურად აისახებოდა, მაგრამ ყოფილი მოდელი შეუდარებელად გამოიყურება.

კარლა საფრანგეთის სანაპიროზე ზღვაში ცურაობდა, როდესაც მოულოდნელად პაპარაცები დაადგნენ თავს. პირველი ლედი შვილის გაჩენის შემდეგ საცურაო კოსტუმში პირველად გადაიღეს. 45 წლის ბრუნი შესანიშნავად გამოიყურება.

ამასთან, კარლა მოდის სფეროს უბრუნდება: ნიკოლა სარკოზის მეუღლე საიუველირო კომპანია Bvlgari-ს "სახე" გახდა.

მომზადებულია All Over Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება